1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რითი ჩავანაცვლოთ შაქარი?!-კითხვა რომელიც ბევრს აწუხებს

შაქარი რომ მავნე პროდუქტია, ამაზე დღეს აღარავინ დაობს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო უამრავი ადამიანი მის ჩანაცვლებას სხვადასხვა გზებით ცდილობს. რომელია შაქრის შეცვლის ჯანსაღი ალტერნატივა? შაქრის შემცვლელები არ სწევენ შაქრის დონეს სისხლში ისე, როგორც შაქარი, მაგრამ სწორედ ამიტომ არც ისინია უსაფრთხო. თქვენ მიირთმევთ ტკბილს, ორგანიზმი კი ვერ იღებს ჩვეულ ეფექტს. ამიტომ თუ კი შაქრის ნაცვლად მის შემცვლელებს მიიღებთ, მათი დოზა უსასრულობამდე შეიძლება გაიზარდოს. ყველა შაქრის შემცვლელს თავისი მახასიათებლები აქვს. ფრუქტოზა ცხიმების დაგროვება სუწყობს ხელს, თანაც უფრო მეტად, ვიდრე შაქარი. ქსილიტი და სორბიტი მაღალ ტემპერატურაზე იშლება და მათი დამატებით ვერაფერს ვერ გამოაცხობთ. ქიმიურ შემცვლელებს, რომელთა ნაწილი ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულიც კია, თავისი გვერდითი ეფექტები აქვს. ეს განსაკუთრებით ეხება ე.წ. "დიეტურ" გაზიან სასმელებში შემავალ შემცვლელებს. საუკეთესო შაქრის შემცვლელად დიეტოლოგები სტევიას მიიჩნევენ. ამ მცენარის ფოთლები ძალიან ტკბილია, არ სწევს სისხლში შაქრის დონეს, აბსოლუტურად ნატურალურია და არ აქვს გვერდითი ეფექტები. მისი გამოყენება ბავშვთა კვებაშიც დაშვებულია. თუმცა მის გემოს შეჩვევა სჭირდება: თუ ბევრი მოგივათ, ცოტა მომწარო გემო დაჰყვება. საჭირო დოზას თავად მიხვდებით გამოცდილებით. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ცხობისას შაქრის სტევიით ჩანაცვლება ძნელია. შაქარი ხომ სიტკბოსთან ერთად ნაწარმს მოცულობასაც აძლევს. სტევის შემთხვევაში კი საჭიროა მოიფიქროთ როგორ ჩაანაცვლოთ მცენარის რამდენიმე ფოთლით მთელი ჭიქა შაქარი და რითი მოახდინოთ კომპენსირება. სამაგიეროდ სტევიის გამოყენება სასმელებში მარტივად შეგიძლიათ. gemrielia.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები