1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარწყვის სასიამოვნო და ადვილად გასაკეთებელი დიეტა

ყოველდღიური რაციონი: 750 გრ მარწყვი, 250 გრ უცხიმო ხაჭო, 500 გრ იოგურტი (1%-იანი), 1.5 ლ მწვანე ჩაი და 1 ლ მინერალური წყალი. მარწყვი რამდენიმე ულუფად გაყავით და დღის განმავლობაში ხაჭოსთან ან იოგურტთან ერთად მიირთვით. გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტაზე ყოფნა, მაქსიმუმ, ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ. გამოიყენეთ მარწყვის სეზონი და ისარგებლეთ ჩვენი რეცეპტებით, თუმცა გახსოვდეთ: დიდი რაოდენობით მარწყვის მირთმევა მიზანშეწონილი არ არის ალერგიულებისა და ორსულებისთვის. მარტივი რეცეპტები კენკრისგან ბლითები მარწყვით (საუზმე) 1 ულუფისთვის 150 გრ მარწყვი, 2 ბლითი, 1 ჩ/კ შაქრის პუდრი, 2 ჩ/კ ათქვეფილი ნაღები. მომზადება: 1. გარეცხილი მარწყვი გააშრეთ და შუაზე გაჭერით. 2. ბლითის ერთ ნახევარზე ნაღები წაუსვით და კენკრა დააწყვეთ. ბლითი ორად გადაკეცეთ და პუდრა მოაყარეთ. მომზადების დრო: 15 წუთი კალორიების რაოდენობა: 339 ცილები - 18,4 გრ ცხიმი - 5,6 გრ ნახშირწყლები - 48,3 გრ ხაჭოს ბუტერბროდი (ლანჩი) 2 ულუფისთვის 2 ნაჭერი ჭვავის პური, 100 გრ დიეტური ხაჭო, 650 გრ მარწყვი, 2 სადილის კოვზი არაჟანი, თაფლი გემოვნებით. მომზადება: 1. ხაჭო აურიეთ არაჟანსა და თაფლთან ერთად. 2. მიღებული მასა წაუსვით პურზე და მორთეთ მარწყვებით. მომზადების დრო: 5 წუთი კალორიების რაოდენობა ერთ ულუფაში- 256 ცილები - 5 გრ ცხიმი - 19 გრ ნახშირწყლები - 41 გრ. მარწყვის კოქტეილი (შუადღეს) 2 ულუფისთვის 300 გრ მარწყვი, 500 მლ რძე, 2 ჩ/კ შაქრის პუდრი, 100 გრ ვანილის ნაყინი, 2-3 ფოთოლი პიტნა. მომზადება: 1. კენკრა ცივ რძესთან, შაქრის ფხვნილსა და ნაყინთან ერთად მიქსერით ათქვიფეთ. 2. კოქტეილი ჭიქებში გაანაწილეთ. თითოეულ მათგანში ჩაამატეთ კენკრის წვენი და პიტნის ფოთლებით გააფორმეთ. მომზადების დრო: 5 წუთი კალორიების რაოდენობა ერთ ულუფაში - 104 ცილები - 5 გრ ცხიმები - 19 გრ ნარშირწყლები - 41 გრ. მიუსლი მარწყვითა და კივით (სადილი) 1 ულუფისთვის: 40 გრ მიუსლი, 100 გრ ვანილის უცხიმო იოგურტი, 1/2 გრეიპფრუტი, 1 კივი, 100 გრ მარწყვი. მომზადება: თეფშზე დააწყვეთ მარწყვი, კივი და გრეიპფრუტი. 2. მოაყარეთ მიუსლი, დაამატეთ იოგურტი და მორთეთ ხილით. მომზადების დრო: 10 წუთი კალორიების რაოდენობა ერთ ულუფაში - 370 ცილები - 10,5 გრ, ცხიმები - 2,1 გრ, ნახშირწყლები - 58,1 გრ ეგზოტიკური სალათა ინდაურის ფილეთი (სამხარი) 1 ულუფისთვის: 100 გრ ინდაურის ფილე, 100 გრ ანანასი, 3 ფოთოლი სალათის ფურცელი, 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი, სოიოს სოუსი, 75 გრ უცხიმო იოგურტი, 50 გრ მარწყვი. მომზადება: 1. დაჭერით ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ ძმარი და სოუსი. 2. სალათას დაამატეთ იოგურტი და მორთეთ მარწყვებით. მომზადების დრო: 15 წუთი კალორიების რაოდენობა 1 პორციაში - 305 ცილები - 32,7 გრ ცხიმები - 131გრ ნახშირწყლები - 20,6 გრ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები