1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

NDI- გამოკითხულთა უმეტესობა თბილისის მერად დავით ნარმანიას ისურვებდა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა თბილისის მერად დავით ნარმანიას ისურვებდა. შეკითხვაზე "ვის ისურვებდით ყველაზე მეტად თბილისის მერად მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობს", ნარმანიას სასარგებლოდ პირველი არჩევანს რესპონდენტთა 39% აკეთებს. გამოკითხულთა 20%-მა კითხვაზე პასუხი არ აცის, 13% ირჩევს – არც ერთს. 10% ხმას პირველ რიგში ნიკოლოზ მელიას მისცემდა, 9% - "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია", 4% პასუხზე უარს აცხადებს, 2% კი პირველ არჩევანად "ლეიბორისტულ პარტიას ასახელებს. სხვა პარტიების სასარგებლოდ გააკეთებდა არჩევანს გამოკითხულთა 3%. მეორე არჩევანად დავით ნარმანიას 5% ასახელებს, ნიკოლოზ მელიას – 6%, "ქდმ/დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს" – 5%, ასევე 5% - ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს. გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ მეორე არჩევანი არ აქვს. NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები