1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ეს თხოვნა შემისრულეთ და პირობას ვდებ ჰაკიმ ფაშას აღარასდროს დაგიძახებთ"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ხაჩიძე ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და წერს, რომ თუ აღნიშნულ თხოვნას შეუსრულებს ჰაკიმ ფაშას აღარასდროს დაუძახებს. ,,Irakli Garibashvili Official მანდ, გარშემო, არავინ არაფერს გეტყვით. რა ძალა ადგათ, თქვენნაირ ტიპთან და ზოგადადაც, ვის უნდა ახლა ბიძინა ივანიშვილის გადაკიდება?!... ამიტომ, მანდ ძირითადად ქებას მოისმენთ და აღფრთოვანებას დაინახავთ. ერთი წამითაც კი არ გქონდეთ ილუზია, რომ ვინმე დამოუკიდებელ ტიპად აღგიქვამთ. შუშის სასახლეში რომ არ არსებობდეს ბევრ მილიარდიანი ოლიგარქი, კანცელარიაში არ იარსებებდით თქვენ, ოდნავ მუქ ტონებში გადაწყვეტილი, მისი "ოქროს ბიჭუნა". მე მესმის, რამხელა გავლენა აქვს ივანიშვილს თქვენზე; მესმის, რომ "გავლენა"-ც მოკრძალებული სიტყვაა მაგ ურთიერთობის დასახასიათებლად... მაინც მინდა გთხოვოთ: ახალგაზრდა კაცი ხართ, დიპლომი კი ვერ (არ) აიღეთ, მაგრამ სორბონაში სწავლობდით, ამდენ კარგ ქვეყანაში მოგზაურობთ, ცნობილ პოლიტიკოსებს ხვდებით, საქართველოს პრემიერად ირიცხებით, ბოლოს და ბოლოს პიანინოზეც უკრავთ და წინ გრძელი ცხოვრება გაქვთ... ბ-ნო ირაკლი, ნუ იქნებით შინაგანად ეგეთი მცირე და მდაბიო. (მაგაში მაინც ნუ დაემსგავსებით) თუ ამ თხოვნამ ძალიან გაგაბრაზათ, მანდვე ნებისმიერს დაუძახეთ და ქება-დიდების პროცედურები არ მოგაკლდებათ. P.S. ეს თხოვნა შემისრულეთ და პირობას ვდებ ჰაკიმ ფაშას აღარასდროს დაგიძახებთ."-წერს უმცირესობის წევრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები