1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარგველაშვილს ივანიშვილთან ურთიერთობაზე შეკითხვამ "მეგობრობის დღიურის" შთაბეჭდილება დაუტოვა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობის შესახებ კითხვა- თუ როგორ დაახასიათებდა მის ურთიერთობას ივანიშვილთან, "მეგობრობის დღიურის შთაბეჭდილებას" უტოვებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა "მაესტროს" პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ხოლო კითხვაზე თუ რა ეტაპზეა ამჟამად მისი და ყოფილი პრემიერის ურთიერთობა მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი არაფერი ხდება. ,,ბოლო კომენტარების მერე არაფერი ახალი არ იყო, რაზეც მე შემიძლია, დღეს კომენტარი გავაკეთო. შესაბამისად, ახალ სიცოცხლეს მე ამ თემას ვერ მივცემ. ბიძინა არის შთამბეჭდავი ბიოგრაფიის ადამიანი – ქველმოქმედი, ადამიანი, რომელმაც პოლიტიკაში უაღრესად დიდი როლი შასრულა და უარი თქვა ძალაუფლებაზე, რაზეც ბევრი უარს ვერ ამბობს. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, მე კომენტარი გავაკეთე, რომ ჩვენს შორის ურთიერთობაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ და ის კომენტარი ძალაშია. ამ ურთიერთობას მე მედიაში არ გავარჩევ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები