1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ჟურნალისტების დაკავებას რუსეთი ქართული მხარის პროვოკაციად აფასებს

ტვ 3-ის ჟურნალისტების დაკავებას კრემლი ქართული მხარის პროვოკაციად აფასებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. “15 აპრილს რუსმა მესაზღვრეებმა, რომლებიც მთავრობათაშორის შეთანხმების შესაბამისად, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის დაცვას ახორციელებენ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამი ქართველი ტელეჟურნალისტი დააკავეს. მოქმედი წესის თანახმად, დაკავებულები სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას გადაეცა. არსებული მონაცემები ადასტურებენ, რომ საზღვრის დამრღვევები შეგნებულად და დემონსტრაციულად გადავიდნენ სოფელ აძვიდან, მის მიმდებარედ, სამხრეთ ოსურ დასახლებულ პუნქტში, სადაც სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გადაღება მოახდინეს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს,რომ ეს ყველაფერი რთულია არ შეფასდეს, როგორც დაგეგმილი აქცია, რომლის მიზანი პრაღაში დღეს მიმდინარე აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ატმოსფეროს დაძაბვაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები