1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

თბილისს მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს - გიორგი ლაღიძე პარტია "მომავალი საქართველოს" სახელით იყრის კენჭს. ლაღიძის თქმით, მისი საარჩევნო პროგრამა მოსახლეობის დასაქმებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. პარტია ,,მომავალი საქართველოს” წევრებმა, რეგისტრაციის მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი უკვე შეიტანეს. გიორგი ლაღიძე _ დაიბადა 1976 წლის 14 აპრილს გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდგომ მიიღო უმაღლესი განათლება. პროფესიით იურისტი – სამართალმცოდნე 1996 წლიდან მოღვაწეობს ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციაში. 1998 წელს დააფუძნა „სრულიად საქართველოს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაცია“. იყო ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი და აქტიური უფლებადამცველი. 2000 წლიდან პარალელურად იყო იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოს წევრი. 2008 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა პოლიტიკური პარტია “მომავალი საქართველო” და აირჩიეს ამ პარტიის თავმჯდომარედ. ასევე, 2008 წლიდან იყო საკონსტიტუციო კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2010 წელს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე იყო დედაქალაქის მერობის კანდიდატი, დღემდე არის პარტია „მომავალი საქართველო“- ს თავმჯდომარე და ეროვნული აკადემიის წევრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები