1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრემიერი ბიზნესმენებს სპორტსმენებში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდებს

სპორტს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, ვინაიდან მისი სათანადო განვითარებისთვის მხოლოდ ცალკეული ადამიანებისა და სპორტსმენების ძალისხმევა არ კმარა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტის განვითარებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. „ ახლახან დავამტკიცეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც სპორტის სახელმწიფო პოლიტიკას ეხება და განსაზღვრავს სპორტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს. ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისთვის ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მთავრობა ინტენსიურად მუშაობს, რომ სპორტს ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფო დაფინანსება ქართული სპორტის განვითარების საქმეში სოლიდური იყოს“, აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა ხელს შეუწყობს რეგიონულ საფეხბურთო გუნდებს, ახალგაზრდულ ფეხბურთს, რაც დადებითად აისახება ქართული ფეხბურთის აღორძინებაზე. მთავრობა ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლას და დაფინანსების მოძიებას, რომელიც ქართული სპორტის განვითარებას მოხმარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები