1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სწრაფად გახდომის უნიკალური საშუალება - როგორ დავაყენოთ ჯინჯერის ჩაი?

კოჭას, იგივე ჯანჯაფილს ორგანიზმისთვის სასარგებლო უამრავი ფუნქცია აქვს, მისი გამოყენების მრავალი ალტერნატივაც არსებობს. კოჭა (იმბირი, ჯინჯერი, ჯანჯაფილი)- აძლიერებს იმუნიტეტს, არის მატონიზირებელი საშუალება, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ა.შ. ბოლო დროს მას აქტიურად იყენებენ წონის კორექციისათვის. თუმცა წონაში კლებისათვის გამოსაყენებელ კოჭას მომზადება სპეციალური რეცეპტით სჭირდება. მარტივ მეთოდს დღეს შემოგთავაზებთ. როგორ უნდა დააყენოთ ჯინჯერის ჩაი იმისათვის, რომ წონაში დაკლება შეძლოთ. წონაში დასაკლებად – 1 ჩ/კ კოჭას ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და ლიმონის პატარა ნაჭერი. ჩაი დალიეთ ჭამის წინ. ან კიდევ თხლად დაჭრილ 1 ჩ/კ კოჭას ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ადუღებეთ 15 წთ. გაგრილებულ სასმელს დაუმატეთ თაფლი და ლიმონი. არომატისათვის ამატებენ დარიჩინსაც. იმბირი ორი სახის არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც ნედლი ასევე ხმელი სახით. საღამოს საათებში მისი მიღება რეკომენდირებული არ არის, რადგან აქვს მატონიზებელი მოქმედება და აფხიზლებს. უკუჩვენება აღინიშნება გასტრიტის დროს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მომატებული მჟავიანობა გაწუხებთ. lollipop.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები