1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ადვილად და სწრაფად მოსამზადებელი სამარხვო კატლეტები

ინგრედიენტები: 1ჩ.ჭ. წიწიბურა 1ჩ.ჭ.ბრინჯი 1ჩ.ჭ. უმი გერკულესი 1 სტაფილო 1 წითელი ბულგარული 3 კარტოფილი 1 პატარა თავი ხახვი 2 კბილი ნიორი ნიახური ,ქინძი უცხო სუნელი საფანელი 1ჩ.ჭ წიწიბურა და იგივე რაოდენობის ბრინჯი ერთად მოვხარშოთ და გადავწუროთ, სანამ გადაწურული მასა გაგრილდება ცალკე გავატაროთ: 3 ცალი უმი კარტოფილი, 1 წითელი ბულგარული წიწაკა, 1 სტაფილო, 1 პატარა თავი ხახვი, ორი კბილი ნიორი, ნიახური და ქინძი. გატარებული ინგრედიენტები შევურიოთ მოხარშულ წიწიბურას და ბრინჯს, დავამატოთ დაახლოებით 1ჩ.ჭ. უმი გერკულესი, უცხო სუნელი,მარილი და პილპილი გემოვნებით. მზა მასა გავაჩეროთ 10 წუთი, შემდეგ მივცეთ ფორმები ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთიან, თავმოხდილ ტაფაზე ......

კომენტარები

მსგავსი სიახლეები