2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რეგიონული განვითარების სამინისტრომ „მერსი ქორფთან“ მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანი ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კანონმდებლობის აღსრულებისა და გენდერული მეისტრიმინგის დამკვიდრების, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გაძლიერებაა. მემორანდუმის ფარგლებში, „მერსი ქორფსის“ „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა ქვემო ქართლი“ ვალდებულებას იღებს ითანამშრომლოს სამინისტროსთან, რათა წარმატებით შესრულდეს მხარეების მიერ დაგეგმილი პროექტები. ასევე, აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაცია ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს სამინისტროსთვის გენდერული პროექტების დაფინანსება. თავის მხრივ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიღებს პროექტის განხორციელების პერიოდში წარმოქმნილ იმ დანახარჯს, რომელიც გადააჭარბებს ამ მემორანდუმით, პროექტითა და კონტრაქტით გათვალისწინებულ დანახარჯებს. ასევე, „მერსი ქორფსის“ „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა ქვემო ქართლი“ ფასილიტაციას გაუწევს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული პირველი ეროვნული გენდერული კონფერენციის ჩატარებაში, რომელშიც სამინისტროს რეკომენდაციით მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და სხვა დაინტერესებული მხარეები. აღნიშნული კონფერენციის ჩატარებისთვის „მერსი ქორფსი“ გრანტის სახით სამინისტროს გაუწევს დახმარებას მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. გარდა ამისა, ფასილიტაციას გაუწევს სამინისტროს მიერ ინიცირებულ საინფორმაციო კამპანიას, ხელს შეუწყობს სახელმწიფო უწყებას გენდერული პროექტების განხორციელებაში და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები