2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მამა პეტრე დედას მიმართავს:რატომ მტანჯავდი, დედა?!

დედა, რატომ მასწავლე, სამყაროს წიგნებიდან ვუყურო. რომ სიცივეშიც შეიძლება გავთბე და სხვებსაც გავუზიარო. რატომ მითხარი, ყველაზე ძვირფასი განძი, მეგობრის უთქმელი გამოხედვაა. არ მინდა ვიფიქრო, შეცდი. რატომ გჯეროდა ადამიანებს შენი წარმატება ახარებთ და თავს ბედნიერად თვლიან. რატომ მაიძულებდი, ბოდიში პირველად მე მომეხადა. ტრანსპორტში რატომ მაყენებდი ფეხზე და ჩემს ადგილს სხვას უთმობდი. რატომ მართმევდი ლუკმა პურს იმათთვის, ვისაც შენი მომზადებული სადილისთვის არაერთგზის დაუცინიათ. რატომ მიმალავდი ლეღვის ჩირს სტუმრების საამებლად. რატომ მსვამდი საკლასო ოთახში ყველაზე ბოლოს. რისთვის მასწავლიდი, რომ ტკივილი ადამიანური ღირსებაა, სიყვარული უდიდესი ნიჭია. რამ გაიძულა გეთქვა, რომ მგელშიც ადამიანობა დამენახა. ერთხელ მაინც წამოგცდენოდა, ადამიანი ყველაზე მოუთვინიერებელი ნადირია. რატომ მტანჯავდი, დედა?!.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები