2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით

აშშ შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაკითხოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. „არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ერთდროული დაწყება ყოფილი პრეზიდენტის მონაწილეობით ლეგიტიმურ შეშფოთებას აჩენს პოლიტიკური დევნის შესახებ, შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა საქართველოს ლიდერებს, ქართველი ერის ენერგია მომავალს, ძლიერ ეკონომიკას, მართლმსაჯულების სექტორის შემდგომ რეფორმირებას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით სწრაფ პროგრესს მოახმაროს“, – ნათქვამია აშშ–ის სახდეპის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები