2 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სესიაშვილი აგვისტოს ომის დროს “გაქცეული“ პოლიტიკოსების სიას აქვეყნებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა იმ პირთა სია წარადგინა, რომლებმაც მისი თქმით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორია დატოვეს. აღნიშნული სიის მიხედვით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოში 8 აგვისტოს დაბრუნდა. უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გიგა ბოკერია – 9 აგვისტოს. საგარეო საქმეთა მინისტრის ექს–მოადგილე ნინო კალანდაძე – 10 აგვისტოს. დავით ბეჟუაშვილი ქვეყნიდან 7 აგვისტოს გავიდა, ხოლო დაბრუნდა 11 აგვისტოს. ეკა ტყეშელაშვილი გავიდა 13 აგვისტოს, დაბრუნდა 15-ში . ბაკურ კვეზერელი 9 აგვისტოს დაბრუნდა ქვეყანაში. რომან მარსაგიშვილი გავიდა 8 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი კი უცნობია. მერაბ სამადაშვილი სადახლოს გავლით ქვეყნიდან 12 აგვისტოს გავიდა და იმავე დღეს დაბრუნდა. გიორგი ღვინიაშვილი 11 აგვისტოს დაბრუნდა საქართველოში, თუმცა გავლის თარიღო უცნობია. კობა ნაყოფია გავიდა 7 აგვისტოს, დაბრუნების თარიღი უცნობია. ირაკლი ქავთარაძე გავიდა 8 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი ამ შემთხვევაშიც უცნობია. დიმიტრი გვინდაძე გავიდა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10–ში. ალექსანდრე ხეთაგური წითელი ხიდის გავლით გავიდა 8 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი უცნობია. კანდიდ კვიციანი გავიდა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს. კობა სუბელიანი და ნიკოლოზ რურუა დაბრუნდნენ 10 აგვისტოს. გიორგი მელაძე დაბრუნდა 9 აგვისტოს. მარიკა ვერულაშვილი 7 აგვისტოს. დილარ ხაბულიანი ქვეყნიდან 8 აგვისტოს გავიდა, შემოსვლის თარიღი უცნობია. გიგი წერეთელი გავიდა 7 აგვისტოს და 9 აგვისტოს დაბრუნდა. რაც შეეხება გიორგი თარგამაძეს, სესიაშვილის მიერ წარმოდგენილ სიაში ამ სახელით და გვარით ორი პირია მითითებული, თუმცა სხვადასხვა პირადი ნომრით. ერთ–ერთი მათგანი საქართველოში 10 აგვისტოს დაბრუნდა, მეორემ ქვეყანა 7 აგვისტოს დატოვა, ხოლო 8 აგვისტოს დაბრუნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები