2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე 100 გრამი ნიგოზით

გიყვართ ნიგოზი და თხილი? მაშინ თქვენთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რა სარგებლობა მოაქვს კვირაში 100 გრამი ნიგვზის ან თხილის მიღებას. ესპანელმა მეცნიერებმა, რომლებიც იკვლევდნენ შუაზღვისპირეთის დიეტის გავლენას ადამიანის ორგანიზმზე, ჩაატარეს ექსპერიმენტი 55-დან 90 წლამდე ასაკის გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის ქვეშ მყოფი 7 000-ზე მეტი ესპანელის მონაწილეობით. ექსპერტებმა, სხვა დეტალებთან ერთად, დააფიქსირეს, რამდენ ნიგოზსა თუ თხილს მიირთმევდნენ ექსპერიმენტის მონაწილეები. აღმოჩნდა, რომ კვირაში 100 გრამი ნიგვზის, თხილის მიღების შემთხვევაში 55%-ით იკლებს ნაადრევი სიკვდილიანობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზით და 45%-ით დაბლა იწევს კიბოთი დაავადების რისკი. საქმე ისაა, რომ ნიგოზი და თხილი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით, ისინი შეიცავს ფენოლურ მჟავებს, პოლიფენოლსა და ფიტოსტეროლებს. ყოველივე ამას კი ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ამცირებს ოქსიდატიურ სტრესს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ყველაზე სასარგებლო მაგარნაჭუჭიანებში ნიგოზია – მასში ყველაზე მაღალია ალფა-ლინოლის მჟავის შემცველობა. marao.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები