2 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი საქართველოში ბრუნდება

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი დავით ხალვაში, მეტსახელად "ქელფეტა" საქართველოში ბრუნდება. როგორც ხალავშის ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას 2005 წელს დაუსწრებლად 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს აჭარაში უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობის ბრალდებით. როგორც ადვოკატი აცხადებს, დავით ხალვაშს ასევე, ბრალი ედებოდა "კმარას" და "ჩვენი აჭარას" აქტივისტების დარბევაში. დავით ჯაფარიძის განმარტებით, აბაშიძის დაცვის უფროსი საქართველოში საკუთარი სურვილით ბრუნდება და მოითხოვს მისი საქმის გადასინჯვას. დავით ხავლაში სარფის საბაჟო გამშვებ-პუნქტს დღეს 17:00-დან 18:00 საათამდე გადმოკვეთს. interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები