2 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

24 თებერვალი- სტივ ჯობსის დაბადების დღის ტრაგიკული ისტორია

სრული სახელი და გვარი სტივენ პოლ ჯობსი, მსოფლომ გაიცნო და აღიარა კომპიუტერული ინდუსტრიდან. ის გახლავთ Apple-ის დამფუძვნებელი და გამომგონებელი. ჯობსი 1955 წელს სან-ფრანცისკოში დაიბადა. დღეს მისი დაბადების დღეა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ეს დიდი ადამიანი უკეთ გაგაცნოთ და მისი დაბადების ტრაგიკული ისტორია მოგითხროთ. სტივ ჯობსის ცხოვრება ია ვარდით მოფენილი სულაც არ ყოფილა,მან ბევრი იბრძოლა თავის დასამკვიდრებლად. ცხოვრებისეული სირთულეები კი, თურმე ჯობსს დაბადებიდან თან ახლდა. ბიოლოგიურმა დედამ,რომელიც გაუთხოვარი სტუდენტი იყო მისი გაშვილება ჯერ კიდევ დაბადებამდე გადაწყვიტა. ქალბატონს სურდა, რომ სტივის ახალი მშობლები უმაღლესდამთავრებულები ყოფილიყვნენ. განათლებლი კანდიდატები ჯობსის დედამ შეარჩია კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში პოტენციურმა მშობლებმა ბიჭის აყვანა გადაიფიქრეს,რადგანაც გოგო უნდოდათ. ასე მოხვდა სტივ ჯობსი ახალ ოჯახში,სადაც თურმე მამობილს და დედობილს უმაღლესი დამთავრებული არ ქონდათ. ნამდვილი ბედის ირონიაა ისიც,რომ რომ ახალ მამას სკოლაც არ დაუმთავრებია. თუმცა მშობლებმა ახალ ოჯახს პირობა ჩამოართვეს, რომ მათ შვილს უმაღლეს განათლებას მისცემდნენ. სწორედ ასე აღმოჩნდა გაშვილებული სტივ ჯობსი ღარიბ ოჯახში. "17 წლის შემდეგ მე მართლაც წავედი კოლეჯში. თუმცა, უნებლიედ ისეთი სასწავლებელი ავირჩიე, რომელში სწავლაც სტენფორდის ფასი ღირდა, ჩემი მშობლების თითქმის მთელი დანაზოგი კი — ჩემ მომზადებაში დაიხარჯა. ისინი ამ ფულს თითქმის მთელი ცხოვრება მიგროვებდნენ. ექვსი თვის შემდეგ სწავლაში ვერანაირი ღირებულება ვერ დავინახე. ამიტომ, გადავწყვიტე სწავლისთვის თავი დამენებებინა. სწავლის შეწყვეტის დღიდან, შემეძლო დავსწრებოდი მხოლოდ იმ ლექციებს, რომელიც მაინტერესებდა, და არა მათ, რომლებიც სავალდებულო იყო."- იხსენებდა სტივ ჯობსი. ცხოვრების ამ ეტაპზე ჯობსს საერთო საცხოვრებელში საკუთარი ოთახი აღარ ქონდა და მეგობრების ოთახებში იატაკზე ეძინა , კოკა-კოლის ბოთლებს 5 ცენტად აბარებდა, რომ საჭმლის ფული შეეგროვებინა.კვირაში ერთხელ კი, 10 კილომეტრზე მეტს ფეხით გადიოდა ქალაქის მეორე ბოლომდე, რომ ინდურ ტაძარში უფასოდ ევახშმა. არ გეგონოთ რომ ჯობსი ამ ყველაფერზე წუხდა,პირიქით... ,,და მე მომწონდა ეს. უმეტესობა იმისა, რასაც ჩემი ცნობისმოყვარეობის თუ ინტუიციის გამო ცხოვრების მანძილზე შევჩეხებივარ, ადრე თუ გვიან უძვირფასესი მონაპოვარი გამხდარა. აი ერთი მაგალითი: იმ პერიოდის Reed College-ში ქვეყნის ფარგლებში ალბათ კალიგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო კურსი იკითხებოდა. მთელ კამპუსში ყოველა პოსტერი, ყოველი აბრა ყოველ კარებზე, უმშვენიერესი კალიგრაფიით იყო შესრულებული. რადგანაც სწავლისთვის თავი დანებებული მქონდა და თავისუფალი დროის სიმცირეს არ ვუჩიოდი, გადავწყვიტე მევლო ამ ლექციებზე და მესწავლა, როგორ გამეკეთებინა ასეთი წარწერები. სწორედ აქ ვისწავლე ყველაფერი შერი და სან-შერი შრიფტების, ასოთა სხვადასხვა კომბინაციას შორის სივრცის დარეგილურირების და, ზოგადად, კარგი ტიპოგრაფიის შესახებ. ეს იყო იმგვარად ლამაზი, ისტორიული და დახვეწილი, რომ მეცნიერებაც კი ვერ ახსნიდა და მე საოცრად მოვიხიბლე. ათი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ მაკინტოშის პირველ კომპიუტერს ვქმნიდით, იგი უსაზღვროდ გამომადგა. და ჩვენ ეს მაკში ჩავდეთ. ეს იყო პირველი კომპიუტერი ულამაზესი ტიპოგრაფიით. მე რომ არ გამევლო ის ერთი კურსი ინსტიტუტში, მაკს არასოდეს ექნებოდა ამდენი შრიფტი, ასეთი ზუსტი კერნინგით. და რადგანაც ვინდოუსი მაკის ასლია, გამოდის, რომ არცერთ პერსონალურ კომპიუტერს არ ექნებოდა ეს ყველაფერი! სწავლისთვის რომ თავი არ დამენებებინა, ვერასოდეს მოვახერხებდი ამ კურსის გავლას და შესაძლოა, პერსონალურ კომპიუტერებს საერთოდ არ ქონოდათ დღევანდელის მსგავსი უნატიფესი ტიპოგრაფია. რათქმაუნდა, როდესაც ინსტიტუტში ვიყავი, წერტილების ამგვარად შეერთება შეუძლებელი იყო. მაგრამ ათი წლის შემდეგ, ყველაფერი ძალიან ნათლად გამოჩნდა. კიდევ გავიმეორებ — წერტილებს მომავალში ყურებით ვერასოდეს შეაერთებთ; ეს მხოლოდ უკან მოხედვისასაა შესაძლებელი. ასერომ, უბრალოდ რწმენა უნდა გქონდეთ იმისა, რომ ეს წერტილები მომავალში რამენაირად აუცილებლად შეერთდება. უნდა გჯეროდეთ რაღაცის — თქვენი ჟინის, ბედისწერის, სიცოცხლის, კარმის, ნებისმიერი რამის. ამ პრინციპს ჩემთვის არასოდეს უღალატია; და მან ბევრჯერ შეცვალა ჩემი ცხოვრება." აი ასეთი იყო სტივ ჯობსის დაცემისა და შემდგომ აღორძინების ეპოქა. სწორდედ ამ დღეებიდან შეიქმნა კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა, რომელის სახელი და გვარი დღეს მთელმა მსოფლიომ იცის. სტივ ჯობსი 2011 წლის 5 ოქტომბერს, პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები