2 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ვინ და როდის დახარჯა ბიკინის ზოლის ეპილაციაზე საბიუჯეტო თანხები?

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის მმართველს, ხატია ვედმედევას ოპერიდან გათავისუფლებული თანამშრომლები დაუპირისპირდნენ და საგანგებო ბრიფინგზე ოპერის თეატრის არამიზნობრივ ხარჯებზე ისაუბრეს. მათი განმარტებით თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა სილამაზის სალონებში და რესტორნებში,ეპილაციისათვის და მაკიაჟისთვის,ასევე თეატრის აქვს ბუნებრივი აირის, დაახლოებით, 3000 ლარზე მეტი დავალინება. ამასთან, თეატრის ყოფილმა არტ-მენეჯერმა გვანცა გაბუნიამ ბრიფინგზე ჟურნალისტებს დოკუმენტები წარმოუდგინა, სადაც ოპერის თეატრს, ქუთაისში მოქმედ სილამაზისა და ესთეტიკის სალონ "ელიზიუმთან" 3-ათასლარიანი გადარიცხვა აქვს გაკეთებული. ოპერის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით ხატია ვედმედევმა აღნიშნულ სალონში თმის მელირების, პედიკიურისა და მანიკიურის გარდა, ოთხჯერ ლაზერული, ბიკინის ზოლის ეპილაციით ისარგებლა, ბიუჯეტის ხარჯით. ხატია ვედმედევა მის წინააღმდეგ გაკეთებულ ბარლდებებს გამოეხმაურა. ვედმედევა უარყოფს ინფორმაციას, რომ ბიუჯეტის თანხებით სალონში ეპილაციას იკეთედბა. მისი განცხადებით, ეპილაცია არა მან, არამედ მამაკაცმა სოლისტმა გაიკეთა. "არ ვაპირებს თავის მართლებას. თუმცა, უნდა განვმარტო, რომ ბიუჯტის არამიზნობრივი ხარჯვა არ მომხდარა. 40 წლის განმავლობაში თეატრში არ არსებობდა საგრიმიორო და მე სოლისტებს გრიმის გარეშე ვერ გამოვიყვან სცენაზე. ეპილაცია კი, მამკაცმა გაიკეთა, რადგან კოსტიუმი ღია იყო და მკერდზე უხერხული იყო თმა", – განმარტავს ვედმედევა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგოლობრივი ახალი გაზეთი აქვეყნებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები