2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

წყლის მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის გადასახადის ახალი ფორმა ამოქმედდა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის გადასახადის ახალი ფორმა აამოქმედა.სიახლე თბილისის მასშტაბით, ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტებს ეხება. პროექტით, რომელზეც მუშაობა 4 თვის წინ დაიწყო, კომპანია აბონენტებს წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაცია) მომსახურების საფასურის დარიცხვის გაცილებით მოქნილ და ცივილიზებულ ფორმას სთავაზობს. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენელი მრიცხველის ანათვალს კვარტალში ერთხელ აიღებს, ხოლო შუალედურ პერიოდში (ორი თვის მანძილზე) გადასახადი კონკრეტულ აბონენტს თავისი საშუალო ხარჯის მიხედვით დაერიცხება („შეფასებითი დარიცხვის“ წესი). კვარტლის ბოლოს კი, როდესაც კომპანიის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის რეალური ჩვენება დაფიქსირდება, მოხდება დარიცხული თანხის კორექტირება მრიცხველის ჩვენების შესაბამისად. აღნიშნულ პროექტში ჩართვის მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გამრიცხველიანებულ აბონენტებთან ხელშეკრულებები გააფორმა. პარალელურად, ამ აბონენტების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით, კომპანიამ დღეიდან უკვე აამოქმედა ინტერნეტ-პორტალი - mygwp.ge, რომელზეც წვდომის შესაძლებლობა ხელშეკრულების მქონე თითოეულ აბონენტს მისთვის მინიჭებული უნიკალური პაროლის მეშვეობით შეეძლება (პაროლი გაიგზავნება ხელშეკრულებაში მითითებულ მობილურ ნომერზე). მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალობა მაქსიმალურად იქნება დაცული, განახლებულ პაროლს კი აბონენტი ყოველთვიურად მიიღებს. პორტალის მეშვეობით „შეფასებითი დარიცხვის“ მქონე აბონენტები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ ონლაინ-რეჟიმში დაუკავშირდნენ და მრიცხველის რეალური ჩვენება გაუგზავნონ, რომელიც კომპანიის ბილინგის სისტემაში ავტომატურად აისახება. შედეგად, აბონენტის მიერ მითითებული მრიცხველის ჩვენების შესაბამისად, დარიცხული თანხის კორექტირება მოხდება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, კომპანიის წარმომადგენელი მრიცხველის ჩვენებას კვარტალში ერთხელ დააფიქსირებს. სააგენტო "პირველი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები