0 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რასაც ფარცხალაძეზე დღემდე მალავენ

40 დღიანი სკანდალი… ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, ხმაურიანი ბიოგრაფიის ნაწილი – მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან – წასვლის განცხადების დაწერამდე.. ვინ დანიშნა ოთარ ფარცხალაზე? გვიმალავდა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” მათი ყოფილი ჩინოვნიკის ბიოგრაფიის სკანდალურ დეტალებს? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის პოვნა, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში ვცადეთ. ჩვენი მიზანი არაა რაიმეს მტკიცება. უბრალოდ, ვეცადეთ ფარცხალაძის გარშემო, საზოგადოებაში გაჩენილ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე ლოგიკური პასუხები მოგვეძებნა. მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად. დაბნეული “ქართული ოცნება” 2013 წლის 8 ნოემბერს ცნობილი ხდება, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ ფარცხალაძეს შესთავაზებს, რომელიც, იმჟამად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელნმძღვანელობდა. ამავე დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მედიასთან კომენტარებში აცხადებენ, რომ არ იციან თუ ვინ არის ოთარ ფარცხალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა: ჩემთვის არ იყო ცნობილი, რომ ის ინიშნებოდა მთავარ პროკურორად და არც ვიცნობ მას, ამიტომ გამიჭირდება შეფასების გაკეთება. ელისო ჩაფიძის კომენტარი: სამწუხაროდ, ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, ვერ დავადასტურებ, იყო თუ არა ეს ირაკლი ღარიბაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, მაგრამ კოალიციის პოლიტსაბჭოს ეს საკითხი წინასწარ, რომ არ განუხილავს, ამის დადასტურება შემიძლია. 8 ნოემბერსვე, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადა, რომ მთავარი პრკურორის პოსტზე წარდგენილ ოთარ ფარცხალაძეს თავად არ იცნობს, ერთხელ ჰყავს ნანახი, თუმცა, მთლიანად ენდობა მომავალი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას. “ნაციონალური მოძრაობა” ფარცხალაძის წარდგენაზე ამავე დღეს, ოთარ ფარცხალაძის წარდგენაზე “ნაციონალური მოძრაობის ” სამმა დეპუტატმა გააკეთა კომენტარი. ყველა მათგანი ამბობდა, რომ ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობდნენ და მის შესახებ მხოლოდ ის საქმეები სმენიათ, რომელიც ფარცხალაძის ბოლო ერთი წლის საქმიანობას უკავშირდებოდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე ირაკლი ღარიბაშვილის კადრია. გია ბარამიძე კი აცხადებდა: ახალ გენერალურ პროკურორს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. სწორედ, მისი ხელმძღვანელობით მოხდა ის სამარცხვინო ფაქტი, რომელიც თბილისის მერიის თანამშრომლებს უკავშირდება. ასეთი “პროფესიონალის” შემოთავაზება საზოგადოებისთვის და საკუთარი მთავრობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის შეცდომაა და მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეული პირადი ურთიერთობები აკავშირებს მომავალ პრემიერ-მინისტრს ახალ პროკურორთან. ღარიბაშვილი ფარცხალაძეზე 8 ნომებერს, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა: დარწმუნებული ვარ, რომ ოთარ ფარცხალაძე კარგი და ეფექტური მთავარი პროკურორი იქნება. ფარცხალაძის პირველი “გაპრავება” და სკანდალური საქმეები ოთარ ფარცხალაძის წარდგენის დღიდან, მედიაში მისთან დაკავშირებული რადენიმე ხმაურიან საქმეზე აქტიურად იწერებოდა. “ნაციონალური მოძრაობის” საპასუხოდ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ დოლიძემ რადენიმე საქმე ჩამოთვალა, კერძოდ: სპირტების კონტრაბანდის საქმე, რომელშიც ბრალდებულია დავით კეზერაშვილი. რიყის, ტელეკომპანია “იმედის”, “თბილსერვის ჯგუფის” საქმეები, სადაც ბრალდებულები არიან თბილისის მერი გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი, “ნიუ ენერჯისა” და შპალერის ქარხნის საქმე, ამ შემთხვევაში ბრალდებულია ცეზარ ჩოჩელი. შპს “არტესის” საქმე, სადაც ბრალდებულები არიან გია ნაცვლიშვილი და ზაზა კაპანაძე, და ახალი პარლამენტის მშენებელი კომპანია “მენო ინტერნეიშენალის” დამფუძნებლის გიორგი კურცხალიას საქმეები. 19 ნომებერს პრემიერ-მინისტრმა მედიას განუცხადა, რომ: სოფელ ჭელაში, მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით, განვითარებულ მოვლენებში ოთარ ფარცხალაძეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია,. ეს დემონტაჟი შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა, რაც შეეხება მერიის თანამშრომლების დაკავება-არ დაკავების საკითხს, საქმე ეხებოდა 50 მილიონი ლარის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას და მითვისებას, სადაც ძალიან მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობა გამოიკვეთა. საჯარო შიში 22 ნოემბერს, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ახალი პრემიერმინისტრი ცდილობს გააკონტროლოს ძალაუფლების ყველა წერტილი, მათ შორის – პროკურატურაც. ამავე დღეს, ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, მიხეილ მაჭავარიანმა პრესკონფერენცია გამართა: გულწრფელად გეტყვით, მთავარი უკმაყოფილება ხელისუფლებაში იმით კი არ არის გამოწვეული, რომ ხალხი ვერ დაასაქმეს და ასე შემდეგ… მათი მთავარი პრობლემაა, რომ სამართლიანობა არ აღდგა. არის ინფორმაციაც და მოლოდინიც, რომ რაღაცეებს აპირებენ, თუმცა ვნახოთ, რა იქნება. ველოდებით ახალი ტალღის დაწყებას, რადგან ჩვენი ოპონენტები არ მიიჩნევენ, რომ ასეთი სახის ოპოზიცია მათთვის სასარგებლოა. 28 ნომებერს თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადაციის საკითხში ახალი მთავარი პროკურორი პირადად იქნება ჩართული. გიგი და ვანო 17 დეკემბერს, პატიმრობაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა, მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. იმავე დღეს, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიის გენერალური მდივნის, მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება, ასევე მთავარი პროკურორისა და სასჯელაღსრულების მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა. მეორე დღეს, ცნობილი ხდება, რომ პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების მინისტრ სუბარსა და მთავარ პროკურორ ფარცხალაძეს, უფლებამოსილება არ შეუჩერდებათ. 18 დეკემბერს, ჯერ კიდევ, იმ ჟამინდელი თბილისის მერი, გიგი უგულავა, პროკურატურაში მის დაბარებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული შურისძიების გაგრძელებად აფასებს. ვის გაახსენდა ფარცხალაძის დიპლომი? 20 დეკემბერს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ახალი მთავარი პროკურორის, განათლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გუშინ, შევედი პროკურატურის ვებგვერზე და წავაწყდი საინტერესო ინფორმაციას. ბატონი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაბადებულია 1976 წელს, ხოლო მას ჰუმანიტარული უნივერსიტეტი 1995 წელს ე.ი 19 წლის ასაკში დაუმთავრებია. ვიფიქრე, ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანთან გვაქვს საქმე, მაგრამ მთავარი პროკურორის საგმირო საქმეებს რომ გადავხედე, ცოტა ეჭვი შემეპარა მის ზებუნებრივ შესაძლებლობებში. ვინაიდან, სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება ჰქონდეს ინფორმაცია მთავარი პროკურორის შესახებ, მოვუწოდებ მთავარ პროკურორს, წამოადგინოს საშუალო სკოლის დამთავრებისა და უნივერსიტეტში შესვლის და დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტები. ვინ რა იცოდა ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ 23 დეკემბერს, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საქართველოს მთავარი პროკურორის ნასამართელობასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს. იმავე დღეს კახა კოჟორიძემ განაცხადა: ვიცი, რომ ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციამ, პოლიტიკოსებმა იცოდნენ აღნიშნულის შესახებ. მე, პირდაპირ გეტყვით, რომ დაახლოებით ორი კვირაა ეს ვიცი. არ ვამხელდით მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება. უბრალოდ, ჩვენთვის გასაკვირი იყო ის, რომ ოთარ ფარცხალაძე მუშაობდა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2008 წლამდე, ასევე ფინანსურ პოლიციაში, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე და დავსვით კითხვა, რატომ არ დანიშნა სხვა ადამიანები ხელისუფლებამ, თანამდებობაზე მის ნაცვლად, თუ ის ნასამართლევი იყო. ნინო ზურიაშვილის კომენტარი: ჩვენ, ცალსახად ვერაფერს ვერ ვადასტურებთ – ეს ადამიანი ნასამართლევი იყო, თუ არ იყო. ჩვენ მივწერეთ აუგსბურგის პროკურატურას, მას შემდეგ რაც გვქონდა ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ და ჩვენ ვცადეთ გადამოწმება. გადამოწმების შემდეგ, მივიღეთ წერილი, სადაც subject-ის ნაწილში იყო ასეთი ჩანაწერი: ოთარ ფარცხალაძე – ქურდობა ძალადობის გამოყენებით, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა ჟურნალისტური გამოძიება, ჩვენ კვლავ გვაქვს მიმოწერა, მაგრამ ცალსახად დადასტურებული, ჯერჯერობით, არაფერი არ გვაქვს, ჩვენ მოკვლევის ეტაპზე ვართ. 20 დეკემბერს უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ თუ ნაციონალური მოძრაობის დროს დამყაყებული და ბოროტი სისტემა იყო, მაშინ შიდა ქართლში ყოფილი ფინანსური პოლიციის უფროსი ახლა “ქართულ ოცნებაში” როგორ ასრულებს მთავარ როლს. 24 დეკემბერს კი მინაშვილი აცხადებდა: ოთარ ფარცხალაძე ამ ხელისუფლების რეალური სახეა.გერმანიის სასამართლომ თქვა, რომ ეს კაცი არის ყაჩაღობაში ბრალდებული. ის არის დამნაშავე და ძალიან სასირცხვილოა, რომ დღეს, საქართველოს ასეთი ტიპის ადამიანი ჰყავდა და ნაცვლად იმისა, ეს ადამიანი გადადგეს და ბოდიში მოიხადოს, ხელისუფლება უტიფრად ცდილობს, რომ მან თავისი საქმიანობა გააგრძელოს. სამწუხაროა, რომ ეს საქართველოში ხდება. „ნაციონალების“ დროს რომ ყოფილყო ინფორმაცია რომელიმე თანამდებობის პირის ყაჩაღობაში ბრალდებულობასთან დაკავშირებით, ის ამ თანამდებობას ვერ დაიკავებდა. როგორ მუშაობდა ნასამართლევი ფარცხალაძე მაღალ თანამდებობებზე? სააგენტო “ფრონტნიუსის” ჟურნალისტის კითხვაზე, „როგორ მოხდა, რომ ნასამართლევობის მქონე ოთარ ფარცხალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, 2008 წლამდე შს სამინისტროში, მუშაობდა?“, დეპუტატმა საყვარელიძემ განაცხადა: მაშინ, მისი ნასამართლევობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მაშინ, ეს არ ვიცოდით, თორემ ვინ გააჩერებდა?! მისივე მტკიცებით, შსს-მ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის გერმანიაში ნასამართლევობის შესახებ მონაცემები, რამდენიმე თვის წინ გაანადგურა. გივი თარგამაძის თქმით, ფარცხალაძეზე ინფორმაცია საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანზაციებმა მიაწოდეს, რადგან ძალიან შეშფოთდნენ მთავარი პროკურორის თავზეხელაღებული ქმედებებით. თუმცა, თარგამაძე ამ ორგანიზაციებს არ ასახელებს. თარგამაძე ასევე ამტკიცებს, რომ: სასჯელის გარკვეული ნაწილი მოიხადა გერმანიაში და შემდეგ იქნა ექსტრადირებული. ზოგადად, ექსტრადირების საფუძველს წარმოადგენს თავის ქვეყანაში ძებნა და საინტერესოა ამის გარკვევაც. თუ ასე იყო, მაშინ, სად გაქრა მისი ძებნის მასალები და ამ ეჭვების საფუძველს ისიც აჩენს, რომ მამამისი დიდი ხნის მანძილზე პოლიციელი იყო და ამავდროულად, ახლო მეგობარი თამაზ თამაზაშვილის. ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკ ჟღენტი დეპუტატ თარგამაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე აცხადებს, რომ ფარცხალაძის საქართველოში ექსტრადიცია ამბავი გამორიცხულია. ოთარ ფარცხალაძის ნაციონალური წარსული ოთარ ფარცხალაძის დანიშვნიდან, დღემდე, მედიაში მის წარსულზე საკმაოდ მცირე ინფორმაციაა. როგორ წერენ, ყველასთვის უცნობი 37 წლის, ფარცხალაძე, სხვადასხვა დროს მუშაობდა სატრანსპორტო პოლიციაში, იყო პარლამენტის ენერგეტიკის დროებით საგამოძიებო კომისიის წევრი, მუშაობდა ნარკომანიისა და ნარკობიზნესთან ბრძოლის ეროვნულ ბიუროში. 2008 წლიდან 2013 წლამდე ის, არა ერთხელ დააწინაურეს სხვადასხვა თანამდებობებზე: საგამოძიებო დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელად, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ . 2008 წლამდე ოთარ ფარცხალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ფარცხალაძე და კეზერაშვილი ოთარ ფარცხალაძის წარდგენის დღეს, 8 ნოემბერს, ფეისბუქ გვერდზე ” მტერი 40 კმ-ში კი არა, კანცელარიაშია” დაიდო ინფორმაცია [ნაწყვეტი] ოთარ ფარცხალაძის სახელს უკავშირდება ცნობილი სკანდალი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შიდა ქართლის ბიუროში – საწვავის ტალონების გაყიდვის ფაქტებს, რის გამოც თანამდებობიდან მისი გათავისუფლების საკითხიც დადგა, მაგრამ მერე ჩაიფარცხა. მოგვიანებით, სააგენტო “ფრონტნიუსმა” სანდო წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მასალა: საქმე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროინდელ ფაქტს უკავშირდება, კერძოდ, ტალონების გაყიდვას, რასაც თავის დროზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. წყარო ირწმუნება, რომ საქმე იაქმდე მივიდა, დღის წესრიგში დადგა ოთარ ფარცხალაძის თანამდებობიდან მოხსნის საკითხიც, თუმცა იმხანად თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის წყალობით, რომელიც მანამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი გახლდათ, ფარცხალაძეს პოსტი შეინარჩუნა, თავად საქმე, კი „ჩაიფარცხა“. ვინ არის გერმანელი ადვოკატი გერჰარდ შტრატე? ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შტრატე, გერმანიაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალ ანაზღაურებადი ადვოკატია, რომელიც მხოლოდ გახმაურებულ საქმეებს კიდებს ხელს. მიუხედავად ამისა, გერმანიში იმდენად მაღალ დონეზეა დაყენებული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომ არც პროკურატურა და არც სასამართლო ასე ადვილად არ უგზავნის, თუნდაც ასეთ ცნობილ ადვოკატს ინფორმაციას. ჩვენი წყაროს თქმით, რომელსაც არ სურს ვინაობის საჯაროდ გამხელა, გვეუბნება, რომ ფაქსი, რომელიც გიგი უგულავამ საზოგადოებას აჩვენა, გამოძიების მასალებია და იგი მხოლოდ ერთი გადმოგზავნილი გვერდისგან არ შედგება. შტრატეს კავშირები საქართველოში ჩვენი წყარო ამბობს, რომ დოქტორ შტრატეს საქართველოსთან კავშირი, ჯერ კიდევ “მოქალაქეთა კავშირის” დროიდან აქვს. მან სხვადასხვა წლებში გამოაქვეყნა ნაშრომები საქართველოს კანონიერი ქურდების სისტემაზე და სახელმწიფო სამართლისა და ქურდული სისტემის კავშირზე საქართველოში. არქივში დაცულია გერმნიაში ერთ-ერთი გახმაურებული პროცესი, ქართველი მაღალჩინოსნის მოსყიდვაზე 1999-2002 წლებში, როდესაც ქრთამის სახით 1,5 მილიონი ევრო გადაუხადა გერმანელმა ჩინოვნიკმა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროში მომუშავე ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანს. თუმცა კონფიდენციალურობის დაცვა, მეტი ინფორმაციის გაგების საშუალებას არ იძლევა, ამ საქმეში საქართველოს მხარის იურიდიულ დაცვას აწარმოებდა ადვოკატი შტრატე, საქმე დათარიღებულია 2009 წლის თებერვლით. კიდევ ერთი საქმე, დათარიღებული 2011 წელის აპრილით, მიუნხენის სასამართლოში გასამართლებულ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს ეხება. ამავე საქმეში იგივე ადვოკატი და საადვოკატო ბიურო ფიგურირებს. შემდეგი ერთი საქმე დათარიღებულია 2006 წლის აგვისტოთი, რომელიც ეხება ვიღაც ქართველს, რომელმაც გერმანიაში პარიზის გავლით შეიტანა დიდი რაოდენობით ნარკოტიკები. თუმცა ამ საქმეშიც სასამართლო პირადი ინფორმაციის დაცულობის გათვალისწნებით, მეტ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას, მით უმეტეს, გერმანიაში საკმაოდ ბევრი ნორმა იცავს. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის გარეთ, საქართველოს ინტერესებს იცავს იუსტიციის სამინისტრო, რომლის გადაწყვეტილებითაც ქირაობს იურისტს ან იურიდიულ კომპანიას. იმ პროცესების დროს, (საქმეები არქივშია დაცული) საქართველოში იუსტიციის მინისტრები იყვნენ: 2000-2001 — მიხეილ სააკაშვილი 2001-2003 — როლანდ გილიგაშვილი 2003-2004 — ზურაბ ადეიშვილი 2004-2005 — გიორგი პაპუაშვილი 2005 — კონსტანტინე კემულარია (მეორეჯერ) 2005-30 აგვისტო, 2007 — გია ქავთარაძე 30 აგვისტო, 2007-5 მაისი, 2008 — ეკა ტყეშელაშვილი 5 მაისი, 2008, -2009 — ნიკა გვარამია 2009-2012 — ზურაბ ადეიშვილი (მეორეჯერ) ეჭვები 2001 წელის სქემაზე ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია , გვუებნება, რომ ფარცხალაძის საქმე, ჯერ კიდევ, 2001-ში გადაეცა საელჩოს საკონსულო განყოფილებას, რადგან გერმანიის კანონმდებლობა ავალდებულებს გერმანიის იუსტიციის სამინისტროს, უცხოეთის მოქალაქის ყოველი სამართალდარღვევა, რომელიც სასამართლომდე მივა, აუცილებლად აცნობოს ამ უცხოელი მოქალაქის ქვეყნის საკონსულოს. აქედან გამომდინარე: ინფორმაცია ამ ადამიანის ნასამართლეობის შესახებ ინახება საკონსულოს არქივში, ბერლინში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და შსს-ს არქივში. დავუშვათ, ვერსია, რომ ფარცხალაძის მამამ მოახერხა შსს-ს არქივში 2001 წელს ინფორმაციის წაშლა, მაშინ მას საბოლოო კვალის დასაფარავად უნდა მოეხერხებინა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბერლინში საკონსულოს არქივებშიც მონაცემების წაშლა. ასეთი რთული სქემის გავლა, იმ დროისთვის უმნიშვნელო რანგის მოქალაქის გამო, არა მგონია რომ ვინმეს გაებედა, თუნდაც მაშინდელ საქართველოში. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ყოველ საშუალო რანგის სამართალდამცავს აქვს სპეციალური კოდით ხელწვდომა ამ მონაცემთა ბაზაზე. არა მგონია, რომ ამ მონაცემათა ბაზაში, ასე ღიად დაეტოვებინა ვინმეს ინფორმაცია ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ. ეს ინფორმაცია აუცილებლად ექნებოდა იმჟამინდელი ძალოვანი სტურქტურების მარალჩინოსნებს. ლოგიკას მოკლებულია, რომ შსს-ში მაღალ თანამდებობებზე დაენიშნათ პირი, რომელზეც დაბადებიდან დაწყებული, ინფორმაცია არ ექნებოდათ. 1993 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს ელჩად გერმნიაში დანიშნული იყო კოტე გაბაშვილი. ხოლო 2001 წელს კონსულად – გიორგი ტაბატაძე, რომელიც ახლაც გერმანიაში მუშაობს კონსულად. ადვოკატ შტრატეს კომენტარი ჩვენ, გერმანიაში ვიპოვეთ შუამავალი ორგანიზაცია, რომელიც დაგვთანხმდა დოქტარ შტრატთან გასაუბრებას და კომენატის ჩაწერას, მისთვის მისაღები ფორმით, იქნებოდა ეს სატელეფონო, ელექტრონული თუ ადგილზე სტუმრობა. თუმცა, მასთან ზარის შემდეგ, ადვოკატმა განგვიცხადა: სამწუხაროდ, ძალიან კონფედენციალურია ის საკითხები, რაზეც ინფორმაციის მიღება გსურთ და ამიტომ ამ ინფორმაციას ვერ გავცემ. ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე, კომენტარისთვის მივმართეთ ამ საკითხებში ჩახეულ ადამაინს, რომელმაც დღევანდელი პოლიტიკური პროცესების გამო ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. ქართველმა ჟურნალისტებმა წერილი გაუგზავნეს აუგსბურგის სასამართლოს , სადაც მოითხოვეს ფარცხალაძის სასამართლოს ოქმი , ზუსტად იგივე რაც უგულავას გადასცეს “გერმანელმა კეთილმა ადამიანებმა” იქიდან რა თქმა უნდა უარი მიუვიდათ. ასეთი ინფორმაციის გაცემა მესამე პირზე გერმანიაში არ ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადვოკატის, შტრატეს, სახელი არქივში, წარსულში გერმანიაში ბევრს სასამართლოს ოქმებში ფიგურირებს , სადაც საქართველოს მოქალაქეები იქნენ გასამართლებულნი , იმ ლოგიკურ დასკვნამდე მივდივართ , რომ სართველოს საკონსულო ადვოკატ შტრატესთან დიდი ხანია თანამშრომლობს . ასეთ ადვოკატს უფლება აქვს , საქართველოს სახელმწიფოს შეკვეთით , გამოითხოვოს სასამართლოდან ფარცხალაძის საქმე თუ სასამართლოში ამ საქმის განხილვის დროს საქართველოს სახელმწიფო მხარეს წარმოადგენდა ,რა თქმა უნდა გერმანიის კანონმდებლობით არც სასამართლოს და არც ადვოკატს უფლება არ აქვს სასამართლოს ეს ოქმები მესამე პირს გადასცეს , მესამე პირში იგულისხმება: საქართველოს სახელმწიფოს , ანუ სახელმწიფო სამართალდამცავი სტრუქტურების გარდა ყველა! მაშინ როგორ მოხვდა ასეთი კონფედენციალური ინფორმაცია უგულავასთან? …და ბოლოს სანამ ოთარ ფარცხალაძე თანამდებობას დატოვებდა ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა ეს ადამიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და იკავებდა მაღალ თანამდებობებს. ეს ხომ დღეს დანიშნული პიროვნება არ არის. საპატიო ორდენითაც კი არის დაჯილდოებული პრეზიდენტის მხრიდან, მე მგონი ყველაფერზე გაცემულია პასუხი წყარო: http://www.ireporter.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები