0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

GRASS – ტყუილი, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" განცხადებაში დაფიქსირდა ბესელიამ თქვა

"ტყუილი, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებაში დაფიქსირდა , დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ იყო ნათქვამი"-აღნიშნულ განცხადებას "საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS) ავრცელებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით პროექტ Factcheck.ge შედეგების პრეზენტაციაზე ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადება მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირებზე სიმართლეს არ შეესაბამებოდა. "ბესელიამ განაცხადა, რომ მოვალეთა რეესტრში ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქეა დარეგისტრირებული და ასი ათასობით ადამიანი ან გამოსახლებულია ან გამოსახლების პირასაა, ყადაღადადებულია, ან აღსრულების პროცესში". ჩვენ შესაბამისი მონაცემები გამოვითხოვეთ, გადავამოწმეთ და რიცხვებში აღმოჩნდა განსხვავება", - განაცხადა სერგი კაპანაძემ. რაც შეეხება დეტალურ მონაცემებს, სტატისტიკა ასეთია: 44 ფაქტიდან კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ერთი ტყუილი თქვა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი ამ კუთხით მაჩვენებელი ნული აქვს. აღნიშნული ოპოზიციური პარტიის შემთხვევაში 51 ფაქტის სიზუსტე შემოწმდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები