0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფარცხალაძის ყოფილი მეუღლე მთავარი პროკურორის ნასამართლეობაზე განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ყოფილი მეუღლე, ნინო ასათიანი facebook-ის გვერდზე წერს, რომ ფარცხალაძის ნასამართლეობასთან დაკავშირებული საბუთები "ნაციონალური მოძრაობისთვის" მას არ გადაუცია და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ნაციონალური მოძრაობის ზნედაცემული აკტივისტების ამ სტატიას მინდა გამოვეხმაურო და მოგახსენოთ,რომ ოთარ ფარცხალაძის ერთადერთი ყოფილი მეუღლე მე გახლავართ და მისი ორი შვილის დედა,გარდა ამისა,მისი თანაკლასელი და დღემდე ჩვენ მხოლოდ კარგი მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს და ეს საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი..აქედან გამომდინარე მე ვერანაირად მოგაწვდიდით თქვენ რაიმე საბუთებს!! მითუმეტეს იმასთან დაკავშირებით,რომ ოთარ ფარცხალაძე ნასამართლევია იმ მძიმე დანაშაულზე რასაც "ყაჩაღური ქურდობა" ჰქვია,ამის შესახებ გუშინ პირველად გიგი უგულავას შეთხზული ინფორმაციიდან მოვისმინე... რაც შეეხება "ნაყიდ დიპლომს" საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს სადაც რექტორი გახლდათ კარლო ცქიტიშვილი,ჰყავს მრავალი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები.ასე რომ, დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს რამდენიმე იდენტური დიპლომის მოძიება სხვადასხვა გვარებით..და დამეთანხმეთ, რომ ათეულობით ადამიანი ვერ "იყიდდა დიპლომს" იგივე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე..მე პირადად ვიცნობ ოთარის რამდენიმე თანაკურსელს და შემიძლია ახლო მომავალში გამოვაქვეყნო და გაჩვენოთ მათი დიპლომებიც,,) თქვენი " მაკომპრომატირებელი" ინფორმაციები თავიდან ბოლომდე ყალბია და შეთითხნილი იმ მდაბიო ადამიანების მიერ ვინც ერის მოღალატეა!!! “ -ნათქვამია ნინო ასათიანის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები