0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მცხეთაში მტკვრის დონემ დაიწია და პომპეუსის ხიდი გამოჩნდა

პომპეუსის ხიდი, რომელსაც მოგვთა ხიდსაც უწოდებრნ მცხეთის შესასვლელში, დღესდღეობით მდინარე მტკვარზე არსებული გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით 100 მეტრში მდებარეობს, რომელიც დაფარულია მდინარის მიერ და მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა მტკვრის დონე დაიწევს. ადგილობრივ მოსახლეობაში მტკვარზე გადებული ძველი ხიდი უფრო ხშირად მოიხსენიება, როგორც „პომპეუსის ხიდი", თუმცა კი ხიდი პომპეუსამდეც არსებობდა. ამ ხიდს უნდა ემუშავა ძვ.წ.IV-III საუმუნეებიდან მაინც, როდესაც ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო. მცხეთა ამ საერთაშორისო სავაჭრო გზების გზაგასაყარზე მდებარეობდა, რაზეც არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური წყაროებიც გადმოგვცემენ (სტრაბონი, პლინიუსი, აპიანე, დიონ კასიუსი და სხვა). მცხეთის ხიდთან იყრიდა თავს ამიერკავკასიის მთავარი გზები - დარიალის ხეობიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე და შავი ზღვიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე. ძვ.წ. 65 წელს მცხეთა და მტკვარზე გადებული ხიდი გახდა საბრძოლო ასპარეზი ქართლის მეფე არტაგსა და რომაელ სარდალ გნეუს პომპეუსს შორის. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიუსის მიხედვით ქართლის მეფე არტაგმა დროის მოგებისათვის პომპეუსს ელჩები გაუგზავნა და მეგობრობა შესთავაზა.პომპეუსი დათანხმდა ზავზე, მაგრამ ეტყობა შემდეგ გამჟღავნდა არტაგის საბრძლო მზადების შესაზებ და ძვ.წ. 65 წლის გაზაფხულზე პომპეუსიმოულოდნელად თავს დაესხა არტაგს არმაზციხესთან. ქართლის მეფემ სამეფო რეზიდენცია უბრძოლველად დატოვა, მცხეთაში გადავიდა და მტკვარზე ხიდი დაწვა. რომაელებმა არმაზციხეაიღეს. არტაგმა კვლავ ითხოვა ზავი, ხიდიც აღადგინა და რომაელებისათვის სურსათიც გაიღო. პომპეუსმა ამით ისარგებლა, მტკვარზე გადავიდა და მდინარე არაგვის ხეობას აჰყვა. ქართველები დამარცხდნენ და არტაგი იძულებული იყო ისევ განეახლებინა საზავო მოლაპარაკება. ძვ.წ. III საუკუნის ბოლოს ქართლის ხიდის ყურში (იგივე პომპეუსის ხიდი) ქართლის მეფე ფარნაჯომსს დაუსახლებია სპარსეთიდან ჩამოყვანილი მოგვები. სწორედ მათგან მიიღო ამ ადგილმა სახელწოდება „მოგვთაკარი", ხოლო ხიდმა - „მოგვთა ხიდი". V საუკუნეში ირანელებთან ბრძოლის დაწყების წინ ხიდი შეუკეთებია და 60 მახარით გაუფართოვებია ვახტანგ გორგასალს. XVIII საუკუნეში ხიდის მოვლა დაევალათ მცხეთელ აზნაურებს - გედევანიშვილებს, რომლებსაც უფლება მიეცათ შრომის საფასურად აეკრიფათ სახიდე გადასახადი. XIX საუკუნეში მძიმე ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად პომპეუსის ხიდის გამოყენება სახიფათო გახდა, ამიტომ ძველი ხიდი დაანგრიეს და მის ადგილას 1839-1841 წლებში ააშენეს მაღალი ოთხმალიანი ქვის თაღოვანი ხიდი (ინჟ-მშენებელი პოლკოვნიკი ტერმინი), რომლელმაც მხოლოდ 85 წელი იარსება. 1926 წელს ზაჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთდა ჯებირები რის გამოც პომპეუსის ხიდი წყლით დაიფარა და მის მაგივრად დასავლეთით აშენდა ახალი რკინის სამ მალიანი ხიდი http://sana.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები