0 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

18 დეკემბრის ჰოროსკოპი

ვერძი: დღევანდელი დღის მიზანია თავდაუზოგავი შრომა. დღეს თავი შეიკავეთ აქტიური და დამღლელი საქმიანობისგან, უმჯობესია კარგად დაისვენოთ. კარგი იქნება ბუნებაში გასვლა. კურო: დღეს მოგიწევთ დაუგეგმავი ხარჯები, არ არის გამორიცხული არასასიამოვნო ამბის გაგება. ასევე, ამ დღის განმავლობაში გექნებათ წარმატება საწინააღმდეგო სქესთან მიმართებაში. შესაძლებელია გაგიახლდეთ ძველი სასიყვარულო ურთიერთობა. ტყუპები: კოლეგების დახმარების იმედად ნუ იქნებით და ხშირად ნუ მიაქცევთ ჭორებს ყურადღებას. დაგეგმილ საქმეებს სხვა დროისთვის ნუ გადადებთ, რადგან ეს დღე კარგია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კირჩხიბი: დღის ბოლოს შესაძლოა სასიამოვნო ინფორმაცია შეიტყოთ. დღეს საყვარელ ადამიანთან შეხვედრა გადადეთ, რადგან არაფერ კარგს არ მოგიტანთ და შეიძლება კამათი მოგიწიოთ.საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. ლომი: სიყვარული დღევანდელ დღეს თქვენთვის მთავარი იქნება. საყვარელ ადამიანთან სასიამოვნო დროს გაატარებთ. მარტოხელებს კი ახალი სასიყვარულო თავგადასავლები ელით. ქალწული: გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სასიყვარულო ურთიერთობებში მცირედი იმედგაცრუება გელით, მაგრამ მეგობრების დახმარებით ყველაფერს ადვილად გადაიტანთ. სასწორი: ეს დღე იდეალურია მოგზაურობისა და სასიყვარულო თავგადასავლებისათვის. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალნაცნობებთან ურთიერთობისას. ადვილად ნურავის ენდობით. მორიელი: დღევანდელ დღეს მოგიწევთ ყველანაირი ვალდებულების საკუთარ თავზე აღება. ბავშვებთან მიმართებაში ფრთხილად იყავით და ეცადეთ დიდი ხანი არ დატოვოთ უყურადღებოდ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. მშვილდოსანი: დღეს სამსახურში უამრავ ახალ პერსპექტიულ წინადადებას შემოგთავაზებენ, კარგად დაფიქრდით, რჩევა თანამშრომლებსაც კითხეთ და მხოლოდ მაშინ მოაწერეთ ხელი დოკუმენტებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. თხის რქა: დღეს თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. უმჯობესია სპორტით თუ დაკავდებით დღეს, მოძრაობა თქვენთვის აუცილებელია. მეტი იკონტაქტეთ გარშემომყოფებთან. მერწყული: თუ ეს-ესაა საქმე მოამთავრეთ და უფრო რთული საქმის წამოწყებას აპირებთ,დამხმარეები მოიძიეთ, მარტო ვერ გაუმკლავდებით. თევზები: პირად ურთიერთობებში შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ.იმოქმედეთ აქტიურად. უმჯობესია მყარი საფუძველი შეუქმნათ არსებულ ბიზნესს, ვიდრე ახალის წამოწყებაზე იფიქროთ. literatura.mcvane.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები