1 7 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლიბერთი განათლებისთვის - სამეგრელოში ქალი ფერმერები გადამზადნენ

 

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა  და ლიბერთის  სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონის 300-მდე ფერმერმა ქალმა ბიზნესის დაწყებისა და განვითარების შესახებ ტრენინგები გაიარა. ტრენინგები ისეთ მნიშვნელოვან თემებს აერთიანებდა, როგორებიცაა: მეწარმეობა, საინვესტიციო წინადადებების მომზადება, ბიზნესგეგმის შედგენა, საბანკო პროდუქტები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საგრანტო პროგრამები. სასწავლო კურსი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, ფერმერთა სკოლის მონაწილე ქალებმა გაიარეს. კურსის დასრულების შემდეგ მათ სერტიფიკატებიც გადაეცათ. 2021 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფერმერთა სკოლები ფუნქციონირებს. ფერმერთა სკოლებში მონაწილეები იტალიური ყველის დამზადებას სწავლობენ, ლიბერთის ტრენინგცენტრის კურსის ფარგლებში კი მეწარმეობის, ლიდერობისა და ბიზნესის ადმინისტრირების პრინციპებს ეცნობიან. ამას გარდა, ისინი ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერებასაც იმაღლებენ. აღსანიშნავია, რომ ლიბერთი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და ფერმერთა სკოლაში ჩართულობაც სწორედ ამ პრინციპების მხარდაჭერის ნაწილია. ფერმერთა სკოლები პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები