1 7 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გამოფენა „ამ მოგონებამ მიმიყვანა სხვა მოგონებამდე“

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 23 თებერვლიდან, თანამედროვე ხელოვნების გამოფენას „ამ მოგონებამ მიმიყვანა სხვა მოგონებამდე“ უმასპინძლებს.

გამოფენა წარმოადგენს ვიზუალური ხელოვნების და პოეზიის ერთობლივ ექსპოზიციას. ნამუშევრების ერთობლიობა თითქოს ხიდია, რომელიც დამთვალიერებელს გონების ლაბირინთებში მოგზაურობას სთავაზობს. ხან ლექსი აბრუნებს რეალობასთან, ხან ვიზუალური იმპულსი ან ხმა. მნახველი, მისი უახლესი გამოცდილებებით შემოდის საგამოფენო სივრცეში და  წარსულის კვალს ხვდება თითოეულ არტეფაქტში, რითაც ირთვება შინაგანი მოგზაურობის გარდაუვალი ქსელი, - ერთი მოგონებიდან მეორეში გადაეშვება. 

მოგონებები ჩვენი ცხოვრების და ინდივიდუალური გამოცდილებების განუყოფელი ნაწილია.  აწმყოდან მიღებული მოულოდნელი იმპულსები კი როგორც სამხილები, წარსულის სხვადასხვა მოგონებების გასაღებები, ახალ-ახალ შრეებს ხსნიან ჩვენს გონებაში. კურატორული დუეტის მარიამ ლორიას და მარიამ წიქარიძის მიერ შერჩეული ხელოვანები თავიანთ ნამუშევრებში ეხებიან მეხსიერებას და მის შრეებს სხვადასხვა რაკურსით შლიან.  

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს შემდეგი ხელოვანების ნამუშევრებს: ტატიანა ასათიანი, თეა გვეტაძე, სოფო კობიძე, დავით მესხი, მარიამ მუთიძე, ნინო ქვრივიშვილი, ვაჟიკო ჩაჩხიანი, ნინო ჩუბინიშვილი, ბუკა ღვაბერიძე, ანნა ჯიბლაძე, გ. ჯ.

გამოფენის კურატორები: მარიამ ლორია და მარიამ წიქარიძე.

გამოფენის გახსნა: 23 თებერვალი | 18:00 საათი.

გამოფენის ხანგრძლივობა: 23 თებერვალი - 15 აპრილი, 2023

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, კ. მარჯანიშვილის ქ. #7.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები