1 6 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა - 2022 წლის შეჯამება

13 კურსი, 100-ზე მეტი ტრენინგი, 13 430 რეგისტრაცია და 5000-ზე მეტი დასწრება – 2022 წელი თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამისთვის გამორჩეული იყო. რიცხვების გარდა, პროგრამის წარმატებაზე დამსწრეთა შეფასებებიც მეტყველებს —  ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ შეხვედრებზე მიღებული ცოდნა კომპანიის უკეთესად მართვაში ეხმარებათ.

 

უკვე ათ წელზე მეტია, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად და სტარტაპ ეკოსისტემის გასაძლიერებლად მასშტაბურ განათლების პროგრამას ახორციელებს. პროგრამა მოიცავს კურსებსა და ტრენინგებს ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, საგადასახადო საკითხების და სხვა დარგების შესახებ, შეხვედრებს კი სფეროს პროფესიონალები უძღვებიან. 

 

„განათლება თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და პარტნიორებთან ერთად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, უწყვეტად ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო კურსსა თუ ტრენინგს როგორც ჩვენი კლიენტებისთვის, ისე ნებისმიერი მსურველისთვის”, — აღნიშნავს დეა გეგელია, თიბისი ბიზნესის მარკეტერი.

 

პროგრამის ფარგლებში, ბიზნესის მართვის შესახებ სიღრმისეული ცოდნის მისაღებად, რამდენიმე სესიისგან შემდგარი კურსები იმართება, როგორებიცაა ფინანსები მენეჯერებისთვის, ექსპორტის მართვის საფუძვლები, სასტუმროს მენეჯმენტი, სტარტაპ კურსი და სხვა. ამასთან, რეგულარულად ეწყობა ტრენინგები, სადაც დამსწრეები მოკლე დროში, ერთ შეხვედრაზე განიხილავენ ამა თუ იმ დარგის კონკრეტულ ასპექტებს. კურსებისა და ტრენინგების შინაარსი კი მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი ბიზნესის საჭიროებებსა და ინტერესებზეა მორგებული. 

 

„ჩვენ კარგად ვიცნობთ ბაზარს, ვიცით, რა ტიპის ბიზნესები ოპერირებს, რა სფეროებია დომინანტური, ამასთან, მუდმივად ვიკვლევთ, რა საჭიროებები აქვთ ჩვენს მომხმარებლებს, ვაკვირდებით საერთაშორისო ტრენდებს და სწორედ ასე ვაწვდით ლოკალურ ბიზნესებს მათთვის საჭირო ინფორმაციას”, — ამბობს დეა გეგელია.

 

2022 წელს პროგრამა ჰიბრიდულად მიმდინარეობდა, სესიების ნაწილი ფიზიკურად ჩატარდა, ნაწილი კი — ონლაინ. აღსანიშნავია, რომ ტრენინგები ქუთაისის ტრენინგ ცენტრშიც გაიმართა, სადაც ადგილობრივი ბიზნესის 130-მდე წარმომადგენელი დაესწრო დავით პაპიაშვილისა და შოთა ჩინჩალაძის ტრენინგებს საგადასახადო საკითხების და ბრენდინგის შესახებ. კურსებისა და ტრენინგების გარდა, გასულ წელს გაიმართა მაკროეკონომიკური მიმოხილვის ვებინარიც, რომელსაც ოთარ ნადარაია უძღვებოდა.

 

პროექტის ჰიბრიდული ფორმატი წელსაც შენარჩუნდება, რადგან ასეთი შეხვედრები საშუალებას აძლევს დამსწრეებს, დასვან შეკითხვები, ისაუბრონ საკუთარ გამოცდილებასა და შემთხვევებზე, გაიცნონ ერთმანეთი და ლექციებს მიღმაც შეინარჩუნონ მჭიდრო კავშირები. საბოლოოდ, ეს ხელს უწყობს ბიზნეს კომუნის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას, რაც თიბისის მისიის ნაწილია.

 

“ჩვენ ვიღებთ არაჩვეულებრივ უკუკავშირს ლექტორებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებიც კურსებსა და ტრენინგებს ესწრებიან და ვხედავთ რეალურ შედეგებს — ბიზნესის მფლობელები თუ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები წინ მიიწევენ და ამაში ჩვენი წვლილიცაა. ბიზნესის განათლება თიბისის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიული ინიციატივის ნაწილია, ამიტომ მომდევნო წლებშიც აქტიურად ვიქნებით ამ სფეროს მხარდამჭერი, “ — ამბობს დეა გეგელია.

 

პროექტის მონაწილეების უკუკავშირი კი მართლაც შთამბეჭდავია. კვლევა, რომელიც ყოველი წლის ბოლოს ბიზნეს განათლების პროგრამის შედეგებს აჯამებს, ცხადყოფს, რომ ჯამურად ტრენინგებით კმაყოფილება ძალიან მაღალია (9.6 ქულა/ 10 ქულიდან), რასაც ტრენერების პროფესიონალიზმი, ტრენინგზე განხილული საკითხების აქტუალობა, ტრენერების ჯგუფის წევრებთან კარგი ურთიერთობა და ტრენინგების კარგი ორგანიზება განაპირობებს;

 

რაც მთავარია, დამსწრეები აღნიშნავენ, რომ ბიზნეს განათლების კურსები და ტრენინგები პიროვნულ განვითარებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების უკეთესად დაგეგმვაში ეხმარებათ, მიღებულ ცოდნას კი სხვებსაც უზიარებენ.

 

შეხვედრაზე ასზე მეტი დამსწრე იყო, ეს კი არ ნიშნავს, რომ ასი ადამიანი ესწრება და ასი ისმენს, არამედ, დაახლოებით, სამასი და უფრო მეტიც იმიტომ, რომ ჩვენ იმათაც ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ვინც არ ესწრება, ან საერთოდ არ იცის, რომ ეს ტრენინგი არსებობს. ერთი კვალიფიციური ფინანსისტი თავის ირგვლივ დაახლოებით 5-10 შედარებით ნაკლები კვალიფიკაციის ფინანსისტს ეხმარება და ძალიან მინდა რომ ეს გაგრძელდეს”.


ბიზნეს განათლების პროგრამა გრძელდება და ამჟამად თიბისი 11 განსხვავებულ ტრენინგს გთავაზობთ. მენეჯმენტის, ფინანსების, გადასახადების, მარკეტინგისა და სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრებს გამართავენ ანდრო დგებუაძე, პავლე გაბრიჭიძე, მარიამ ქოიავა, ქეთი ალიმბარაშვილი, დავით პაპიაშვილი, შალვა ახრახაძე, გელა მღებრიშვილი, ლია ნადიბაიძე,  გიორგი სიმონგულაშვილი და ლაშა მდივანი.  ტრენინგების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს და გახდით ბიზნეს განათლების პროგრამის ნაწილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები