2 1 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,სააკაშვილის ოჯახს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვს, მისი კალორაჟი არასაკმარისია"- ნინო ნადირაძე

 "ვივა მედის" დირექტორი, ნინო ნადირაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს "მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ", რომლის კალორაჟი  არასაკმარისია. 

როგორც ნადირაძემ სამთავრობო არხის ეთერში განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა "არც კრიტიკული და არც სუბკრიტიკულია",

ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, ეს არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასოდეს დავიჭერთ, რადგან, ელემენტარული, ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც კი არ მოაქვთ. აი, გაბრაზებული ვარ. ეს არის ძალიან მწირი საკვები, რომელიც არ შეიძლება მოიტანო, როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება, მისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები ცოტა კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს"- აღნიშნა ნადირაძემ. 

"ვივამედის" დირექტორი ამტკიცებს, რომ "როცა სააკაშვილთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია". ნადირაძე აღნიშნავს, რომ "500, 600, 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, რა თქმა უნდა, წონაში კლება იქნება".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები