1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილებას, ნასვამი მძღოლი საჭესთან საშიშია“ - დათა ქაჯაია „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანიას შეუერთდა

ნაძვისხე საჩუქრების ყუთებშია ჩაფლული, სამზარეულოში გემრიელი არომატი ტრიალებს, საახალწლო სუფრაც თითქმის მზადაა და მთელი სახლი ბავშვების აჟიტირებული სიცილითაა გაჟღენთილი, - ასე აღწერს 31 დეკემბრის ღამეს მსოფლიოში წარმატებული ქართველი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია, რომლისთვისაც ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია - მეუღლესთან, სამ შვილთან და მშობლებთან ერთად, როცა სადღესასწაულო სამზადისში ოჯახის თითოეული წევრი თანაბრად მონაწილეობს და მთავარ მოვლენას, საჩუქრების გახსნის მომენტსაც, ყველა თაობა სულმოუთქმელად ელოდება. 

დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „ახალი წლის ღამეს ყოველთვის სახლში ვატარებთ. ჩვენს ოჯახში ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მხიარული დღესასწაულია. 12 საათის მოლოდინი - ეს არის ხალისიანი ფუსფუსი, სუფრის მზადება, საჩუქრების დალაგება და ბავშვების გადარბენა. გახდება თუ არა 12 საათი,ვულოცავთ ერთმანეთს, ვცვლით ტკბილეულს და ყველა ერთად ვეცემით საჩუქრების კუთხეს. აი, მაშინ იწყება წარმოუდგენელი ქაოსი და არეულობა, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბედნიერების მომტანია“.

დათასთვის ეს დიდი ოჯახური ბედნიერება სრულყოფილი მაშინაა, როცა ირგვლივაც მხოლოდ კარგი ამბები ტრიალებს. თუმცა წლების წინათმომხდარ შემთხვევას იხსენებს, რომელიცგაუფრთხილებლობას უკავშირდება. საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალ კამპანიაში მონაწილეობით გადაწყვიტა. სრულადიზიარებს კამპანიის გზავნილს: „აღნიშნე ახალი წელი, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში“, თუმცა ამბობს, რომ წარსულში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვის გამოცდილება თავადაც აქვს. მაშინ გაუმართლა და შემთხვევა მშვიდობით დასრულდა. 

დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „ამდენი უბედურება გვაქვს ნანახი, მაგრამ გამოცდილებამ ვერაფერი გვასწავლა. ჩვენ გარშემო ამდენი ტრაგიკული შემთხვევა ხდება ყოველ წელს და ვიღაცები მაინც რისკავენ, მაინც ჰგონიათ, რომ ეს მათ არ დაემართებათ. 

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენად მაგარი და გამოცდილი მძღოლია - ნასვამ მდგომარეობაში ყველა ადამიანს  შენელებული აქვს რეაქცია; მხედველობა ბუნდოვანია; შიშის გრძნობა დაკარგული აქვს და შეუძლებელია პროგნოზირება, ისეთი რამ შეიძლება მოიმოქმედოს. ეს ყველა შემთხვევაში ასეა - ნასვამი ადამიანი საჭესთან ყოველთვის საშიშია!“ 

ამბობს, რომ საჭესთან მჯდომი ადამიანი პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ გარშემომყოფებზეც. ნასვამი მძღოლი კისაჭესთან პოტენციური მკვლელია. „ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია ახირებებზე უარის თქმა და თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე დაფიქრება“ .

სწორედ ამ მანკიერ ქცევასა და მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანია, რომელიც მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. 

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:„გვჯერა, რომ წინასაახალწლო პერიოდშიზრუნვისა და უსაფრთხოების - ამ ორიუმთავრესი ღირებულების შეხსენებამძღოლებისთვის სასიცოცხლოდმნიშვნელოვანია. დიახ, ახალ წელსყველანაირი გართობა, აღნიშვნის ფორმა თუუჩვეულო ქმედება მისაღებია. ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომავტომობილი არაფხიზელ მდგომარეობაში არუნდა ვმართოთ. სწორედ ამ თემისმნიშვნელობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, წელს ჩვენი საკომუნიკაციოარხები თუ აქტივობები, საახალწლო კამპანიისჩათვლით, სრულად დაგვეთმო საგზაომოძრაობის კულტურასა და უსაფრთხოებაზესაუბრისთვის და ძალიან გვიხარია, რომუამრავი ავტორიტეტიანი დაპასუხისმგებლობიანი ადამიანი შემოუერთდაჩვენს ინიციატივას“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ერთ-ერთი ამბასადორი, დათა ქაჯაია, 2023 წლის დიდ ნაწილს საჭესთან გაატარებს - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ამ ტურნირზე ღირსეული ასპარეზობაა ერთ-ერთი სურვილი, რომელსაც ისახალი წლის ღამესაც ჩაიფიქრებს.

„ყველას ვურჩევ, მხოლოდ მიზნების განხორციელებაზე, ოცნებების ასრულებასა და ერთმანეთისთვის სიხარულის მინიჭებაზე კონცენტრირდნენ, უაზრო ახირებით გამოწვეულ ტრაგიკულ შეცდომებს ცხოვრებასნუ დაანგრევინებენ. სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2023 წელი“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...