0 8 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„არც ერთი წუთით იმ მძიმე ისტორიას არ ვნანობ, ამას ვყვები ბოლოჯერ“ - რას იხსენებს თეა ადეიშვილი?

ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ მოჰყვა, როგორ მოიტაცეს მეთერთმეტე კლასელი და შექმნა ოჯახი მამაკაცთან, ვისაც არც კი იცნობდა.

„ისტორიის რეპეტიტორთან მივდიოდით მე და დედა, უცებ შემოვარდა მანქანა, გადმოხტა 4 ბიჭი, მე და დედა დაგვაშორეს ერთმანეთს. ჩამტენეს მანქანაში, წამიყვანეს. გააჩერეს სახლთან და გადამიყვანეს მეც. ერთადერთი ფიქრი მიტრიალებს, რომ მათი გეგმები არ შესრულდება. ერთი აზრი მქონდა, ამ ბიჭებთან, არ უნდა დავრჩენილიყავი მარტო. შემიყვანეს ცალკე პატარა ოთახში, ფანჯრიდან გადავხტი და გავიქეცი. უცებ გავიგე ხმა, მივხვდი რომ გაიგეს, დავწექი ძირს. მანქანებით დაიწყეს ჩემი ძებნა, დავიწყე ფორთხვა და აღმოვჩნდი ორმოში. ფეხები ბოლომდე ტალახში მქონდა. სამასვალი გამოიყვანეს და ვიფიქრე, რომ გადამიაროს, არ ავდგებითქო. ამ დროს გავიგე ქალის ხმა, მანდ არ იქნება, მანდ სასაფლაოებიაო. 4 საათი ვიყავი ორმოში, მერე უკვე აღარ მახსოვს, გონება მებინდებოდა. უკვე ძალიან მციოდა, დავიწყე ფორთხვა მბჟუტავი სინათლისკენ, უცებ გავიგე ფეხის ხმა. კაცი მოდიოდა სამსახურიდან დაღლილი, ყვირილს აპირებდა და ვუთხარი არ იყვიროთ, ცოცხალი ვარ და წამიყვანე სახლშითქო“, – იხსენებს ადეიშვილი და აგრძელებს, რომ სახლში შეფარებულს, სიძის ნათესავმა მოტყუებით გამოიყვანა და ისევ დააბრუნა მომტაცებელთან, რაც საბოლოოდ, ოჯახის შექმნით დასრულდა.

როგორც ადეიშვილმა განაცხადა, გადახდენილი მძიმე ისტორიის მიუხედავად, წარსულიდან არაფერს ნანობს.

„არ ვნანობ არც ერთი წამით, რაც გავიარე. მე რომ ერთ ჩვეულებრივ ადამიანს შევხვედროდი, ვიქნებოდი ბედნიერი ცოლი, ვიქნებოდი სახლში. ჩემს ქმარს ვერ შევხვდებოდი. ყურადღებასაც არ მივაქცევდი, იმიტომ რომ არც ფიზიკურად მომეწონა პირველად რომ ვნახე, ჩემზე 14 წლის უფროსი იყო, ნიტაც მყავდა და კარიერაზე ვფიქრობდი. პრანჭვა რომ დამიწყო, ვიფიქრე, როგორ მიბედავსთქო, მერე თვითონ მოიქცა კარგად და ეს ძალიან განსხვავებული იყო იმისგან, რაც მე მქონდა. არცერთი წუთით იმ მძიმე ისტორიას არ ვნანობ, ამას ვყვები ბოლოჯერ, რომ ეს იყოს მაგალითი ადამიანებისთვის, როგორ შეიძლება ციხიდან გამოიყვანო შენი თავი და გათავისუფლდე“- ჰყვება ადეიშვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...