2 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„საქართველოს ბანკისა“ და „TBSC Consulting“-ის მხარდაჭერით ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსი იწყება

საქართველოს ბანკისა და TBSC Consulting-ის ურთიერთთანამშრომლობით, „საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021“ იწყება. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებას, რაც რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად მიიღწევა. ღონისძიება აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით ხორციელდება.

“საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021“-ში 8 პარტნიორი უნივერსიტეტის გუნდია ჩართული, დამატებით 4 გუნდი კი ღია რეგისტრაციის ფარგლებში, პრეზენტაციების საფუძველზე შეირჩევა. შეჯიბრება სამ ეტაპად გაიმართება. თითოეულ ეტაპზე გუნდები ჰარვარდის ბიზნესქეისზე იმუშავებენ, შედეგებს კი საქართველოში მაღალი რანგის მენეჯერებს წარუდგენენ.

 

ფინალურ ღონისძიებაზე სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. პირველ ადგილზე გასული გუნდი - 11 000 ლარით, მეორეზე - 6 000, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი - 3 000 ლარით დასაჩუქრდება.

მონაწილეებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და წარმატებული მენეჯერები ჩაუტარებენ ტრენინგებს, მათ შორის:

 

·         პოლ კლარკი - მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტების კურსდამთავრებული (Stanford და Chicago Booth), 40 წლიანი გამოცდილება ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში მსოფლიოს მსხვილი კომპანიებისათვის (მაგ: Lufthansa). TBSC Consulting-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

·         ჯაბა შალამბერიძე - ჰარვარდის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) კურსდამთავრებული. ექვსწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით საცალო ვაჭრობის სექტორში. ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საკონსულტაციო კომპანიის, Bain & Company-ის კონსულტანტი ჩიკაგოს ოფისში. TBSC Consulting-ის ყოფილი კონსულტანტი.

·         თამუნა პაპავა - Fulbright/Bank of Georgia-ს სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) კურსდამთავრებული. ოთხწლიანი გამოცდილებით ამაზონის სათაო და ლონდონის ოფისებში პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე. TBSC Consulting-ის ყოფილი კონსულტანტი.

 

მონაწილეებს ასევე მენტორობას გაუწევენ წარმატებული ქართველი სტუდენტები და კურსდამთავრებულები:

·         ანა ქურხული (სტენფორდის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ’21),

·         ანა მამუკელაშვილი (კოლუმბიის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ’20)

·         ლევან მჟავია (Tuck-ის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ’21)

·         ლუკა კაჩუხაშვილი (Chicago Booth-ის მაგისტრი ’22)

·         ანა სუხიშვილი (Fullbright MFin Scholar არიზონას უნივერსიტეტი ’17)

 

აპლიკაციების მიღება 19 ნოემბრის 15:00-მდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3ngb6TB

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2019 წელს, TBSC Consulting-ის ინიციატივით დაიწყო. TBSC Consulting-ი ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 18 წელია ოპერირებს და ორგანიზაციებს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, მათ შორის: დივერსიფიცირებული ქართული კომპანიები, უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, საქართველოს მთავრობა, დიპლომატიური მისიები, დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...