2 3 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ახალი PLUS ბარათი გაუმჯობესებული პირობებით

საქართველოს ბანკი მომხმარებლის სიახლეებით მუდმივ წახალისებას განაგრძობს.  პირველად საქართველოში, ბანკმა მომხმარებელს American Express-ის სადებეტო - PLUS ბარათი შესთავაზა.

 

PLUS ბარათი მაქსიმალურადაა მორგებული ყოველდღიურ საჭიროებებს. ბარათის მფლობელები ყოველი გადახდისას სხვადასხვა უპირატესობით ისარგებლებენ - დააგროვებენ გაზრდილი რაოდენობის PLUS ქულებს, მიიღებენ ფასდაკლებებს, cash back-ს და განსაკუთრებულ შეთავაზებებს.

 

კონკრეტულად, 50 ლარზე მეტის გადახდისას, მომხმარებელი SPAR Georgia-ში 5%-იან cashback-ს მიიღებს, Extra.ge-ზე ნებისმიერი შენაძენისას სამჯერ მეტ PLUS ქულებს დააგროვებს, ხოლო Wolt-ზე გარკვეული თანხის დახარჯვისას სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებს.

 

ბარათით გადახდა მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალით, ყველა პარტნიორ მაღაზიაშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ პირველი ბარათის აღება და ვადაგასული ბარათის განახლება უფასოა.

 

ციფრული ბარათის გააქტიურება რამდენიმე წამში, მობილბანკიდანვე, ხოლო ფიზიკური ბარათის აღება - ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.  

 

„საქართველოს ბანკი მუდამ ცდილობს ახალი პროდუქტებით და შეთავაზებებით წარსდგეს. ამჯერად მომხმარებელს American Express-ის ტიპის ახალ სადებეტო PLUS ბარათს ვთავაზობთ. PLUS ბარათის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველდღიური გადახდების განხორციელებისას, მისი დახმარებით მნიშვნელოვნად მეტი დანაზოგის გაკეთება და PLUS ქულების დაგროვებაა შესაძლებელი. ამასთან, ბარათის მფლობელები შეძლებენ ბანკის პარტნიორ არაერთ მაღაზიაში, სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ფასდაკლებებით თუ აქციებით ისარგებლონ. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს მუდმივად ახალი, მათთვის საინტერესო შეთავაზებები მოვუმზადოთ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ბეჟიაშვილმა.

 

„2008 წლიდან, საქართველოს ბანკი American Express-ს მნიშვნელოვან პარტნიორობას უწევს, რის ფარგლებშიც შეიქმნა American Express-ის ქართული კომერციული ქსელი და გაიცა არაერთი პერსონალური და ბიზნეს საკრედიტო ბარათი. მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გვაქვს შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ ახალი PLUS სადებეტო ბარათი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა მომხმარებელს მის მუდმივად ცვლად მოთხოვნილებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შევთავაზოთ",- აცხადებს ვივი გალანი, ვიცე პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი, ბიზნესის განვითარება, American Express-ის გლობალური ქსელური სერვისები.

 

მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3BKeytp

 

American Express-ის შესახებ:

American Express-ი გლობალურად ინტეგრირებული გადახდების კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ისეთ პროდუქტებს და გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და აუმჯობესებს ცხოვრებას. American Express-ი პარტნიორობს მსოფლიოში წამყვან ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა გამოსცეს American Express-ის ბრენდის პროდუქტები. მისი პარტნიორების, გლობალური ინფრასტრუქტურისა და ბრენდის ძლიერი მიმზიდველობით, American Express-მა კიდევ უფრო გააფართოვა  ქსელის წვდომა მსოფლიოს მასშტაბით.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...