2 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 75 მილიონი დოლარის დამატებითი პირველადი კაპიტალის ევროობლიგაციები განათავსა

თიბისი ბანკმა, თიბისი კაპიტალისა და სხვა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების დახმარებით,  ირლანდიის საფონდო ბირჟაზე - Euronext Dublin, 75 მილიონი დოლარის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ევროობლიგაციები განათავსა. 2019 წლის შემდეგ ეს პირველი განთავსებაა საერთაშორისო ბირჟაზე ქართული საბანკო სექტორიდან, ასევე - დამატებითი პირველადი კაპიტალის პირველი ტრანზაქცია ფინანსური განვითარების კვალიფიკაციით.

 

აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების თანაწამყვანი აგენტები ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები იყვნენ, როგორებიც არიან:  Citibank, JP Morgan, Barclays და Renaissance Capital.

გარიგებაში Baker & McKenzie და Dentons Georgia - თიბისი ბანკის, Latham & Watkins და BGI Advisory Services Georgia კი გაერთიანებული წამყვანი მენეჯერების იურიდიულ მრჩევლებს წარმოადგენდნენ.

 

აღნიშნული ტრანზაქცია თიბისი ბანკს, სავალუტო თვალსაზრისით, კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზაციაში და კაპიტალიზაციის დონის გაძლიერებაში ეხმარება. ასევე, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ბანკის ბუნებრივ ჰეჯირებას უზრუნველყოფს.

 

შეთავაზებულ ობლიგაციებზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, ბანკებისგან და საბროკერო დილერებისგან დაფიქსირებული მოთხოვნა, 2.96-ჯერ აღემატებოდა მიწოდებას. ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 8,9%-ით განისაზღვრა და „Fitch“-ის მიერ B- რეიტინგით შეფასდა.

 

„საერთაშორისო ინვესტორებისგან 75 მილიონი აშშ დოლარის დამატებითი კაპიტალის მოზიდვა და ევროობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი ბანკისა და ქვეყნის მიმართ ნდობას, ასევე ინვესტორების დაინტერესებას ბანკის ხარისხიანი საკრედიტო ისტორიით. დამატებითი კაპიტალი და ევროობლიგაციები საშუალებას მოგვცემს, ბანკის სწრაფი და დინამიური ზრდა განვაგრძოთ და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის, ეკონომიკისა და ქართული ბიზნესების განვითარებას“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

თიბისი კაპიტალისთვის წელს ეს ობლიგაციების რიგით მეექვსე განთავსებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...