0 3 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა EBRD-ისგან მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის 90 მლნ. ლარის ინვესტიცია მოიზიდა

საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის დაახლოებით 90 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა.

 

5 წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა მოზიდული რესურსი ათვისებული იყოს  ადგილობრივ ვალუტაში, აღნიშნული ბიზნესების გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ასევე, ხელს შეუწყობს ბიზნესებს დააკმაყოფილონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მოთხოვნები.

 

დაფინანსება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილია და წარმოადგენს ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. აღნიშნულ ფინანსურ რესურსს EBRD-ი  „გალტ ენდ თაგარტი“-ს დახმარებით, ლარში განთავსებული კერძო ობლიგაციებით მიიღებს.

 

„მოხარული ვარ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოს ბანკის საიმედო პარტნიორად და განაგრძობს ჩვენი მომხმარებელი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლების ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებას. მსგავსი გრძელვადიანი თანამშრომლობა ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს აქტიურად გავაგრძელოთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლის ყველაზე საჭირო ფინანსური პროდუქტებით უზრუნველყოფა. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერისათვის და  ვიმედოვნებ, რომ მომავალში ჩვენს შორის კიდევ უფრო მეტი წარმატებული შეთანხმება განხორციელდება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

”მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი წარმატებული გარიგება განხორციელდა EBRD-ს და მის დიდი ხნის პარტნიორს შორის. აღნიშნული საკრედიტო ხაზი რეგიონის მასშტაბით დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი ინსტრუმენტია. აღნიშნული ფინანსური რესურსი იძლევა შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნები. ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დამატებითი დაფინანსება წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალურად აითვისონ ახალი რესურსები DCFTA სტანდარტების დაცვით”, - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...