0 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სოკარის“ მარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხული ფაზა ჩატარდა

9 სპორტული ჩემპიონატი 6 დღის განმავლობაში - „სოკარის" მხარდაჭერით, თერჯოლაში პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" საზაფხულო ფაზა ჩატარდა. ჩემპიონატებში სამშვიდობო მისიების მონაწილეები, სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და ომის ვეტერანები ასპარეზობდნენ.


მათ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები პეინტბოლის, საბრძოლო ფარიკაობის, მშვილდოსნობის, მჯდომარე ფრენბურთის, მკლავჭიდის, ბოჩას,ნარდის, დომინოსა და ჯოკერის ტურნირებში მოსინჯეს. შეჯიბრებების მონაწილეებმა გამარჯვებები მოიპოვეს, როგორც გუნდურ, ისე - ინდივიდუალურ დისციპლინებში. პროექტის მხარდამჭერების, მათ შორის „სოკარის" მიერ დაწესებული სოლიდური ფულადი ჯილდოები და ძვირადღირებული პრიზები 31 გამარჯვებულზე გადანაწილდა.

სპორტული შეკრებები ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და გორის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.


კომპანია „სოკარი"პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" მხარს უკვე მესამე წელია უჭერს. პროექტის აქტივობებში ყოველწლიურად 500 ზე მეტი შშმ პირი, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანი მონაწილეობს. პროექტი ხელს უწყობს მათთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლებას და მათი შესაძლებლობების წარმოჩინებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში.


პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ-უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...