1 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ახალ პროექტს- ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს

16 მარტი, 2021- საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ახალ პროექტს - ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს. ინიციატივის ფარგლებში ბანკი იმ სპეციფიურ და ახალ პროდუქტებს წარადგენს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. პირველი შეხვედრა ზუმის მეშვეობით 19 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება. 

შეხვედრას საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი არველაძე გახსნის, რომელიც ბანკის ახალ ინიციატივაზე ისაუბრებს. ვებინარის  ძირითადი ნაწილი  სერიის პირველ პროდუქტს- ფაქტორინგს დაეთმობა და მას ამავე მიმართულების წარმომადგენელი, ლევან თეთრაძე წარადგენს.   

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი ვებინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. 

ფაქტორინგი ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტია, რომელიც საქართველოს ბანკმა პირველმა დანერგა. ის  ინვოისის საფუძველზე დაფინანსების მიღების შესაძლებლობას იძლევა. რაც ყველაზე მთავარია, არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას. ამასთან, დაფინანსების მიღების პროცესიც მნიშვნელოვნად  გამარტივებულია. ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე ბანკმა ფაქტორინგი ახალ ეტაპზე აიყვანა და ის მომხმარებელს  ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა. 

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის პარტნიორი ბანკი, მუდამ ცდილობს იპოვოს ბიზნესის მხარდაჭერის ახალი გზები. მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, ბიზნესპროდუქტების სერია, რომელიც სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეიქმნა. ჩვენი მიზანია შეხვედრების ფარგლებში გაზიარებული ინფორმაციით, როგორც საბანკო პროდუქტების, ასევე ზოგადად არსებული შესაძლებლობების შესახებ, ხელი შევუწყოთ ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის შესაძლებლობები უსაზღვროა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი არველაძემ. 

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად, ეწვიოთ ბმულს:

https://bankofgeorgia.zoom.us/webinar/register/WN_C5TuX02uQ0K8QYeSPwILDA

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...