0 9 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს 2021 წლის RAV4-ის 18-მდე კომპლექტაციას სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პოტენციურ მომხმარებლებს  2021 წლის RAV4-ის  18-მდე კომპლექტაციას  სთავაზობს. მათ შო­რისაა 10-მდე ჰიბ­რი­დული მო­დელი, რომელიც აღჭურვილია 2.5 ჰიბრიდული ძრავით, გამოიმუშავებს 222 ცხენის ძალას და გამოირჩევა საწვავის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით (4.4ლ/100კმ).

ბენზინის ძრავით წარმოდგენილი მოდელები აღჭურვილია 2.0 ძრავით და ჰიბრიდის მსგავსად სამოდელო ხაზში ხელმისაწვდომია, როგორც წინა წამყვანი თვლებით, ასევე სრული ამძრაობის სისტემის მქონე (4x4) კომპლექტაციებით. 

„ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ RAV4-ის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე საბანკო განვადებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ  მომხმარებელი არჩევანს ლიზინგზე შეაჩერებს,  დამატებით 8000 ლარამდე ფასდაკლებით ისარგებლებს. 

ასევე, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს თრეიდ-ინ შეთავაზებით, რაც გულისხმობს, ნებისმიერი მარკის მეორადი ავტომობილის „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“  ჩაბარებას და ცენტრიდან ახალი რავ4-ის გაყვანას მასზე მორგებული პირობებით.  ახალი ავტომობილის დაზღვევა უკვე შესაძლებელია ცენტრიდან გაუსვლელად ტოიოტას ექსკლუზიური დაზღვევით, ტოიოტა კასკოთი. 

1989 წელს ტოკიოს  ავტოგამოფენაზე გაჩნდა RAV4-ის კონცეპტ მოდელი, რომელმაც მომენტალურად მიიქცია ავტომოყვარულთა ყურადღება. ტოიოტამ მისი სერიული წარმოება 1994 წლიდან დაიწყო. 26 წლის შემდეგ კი მისი გაყიდვები  10 მილიონ ერთეულ მოდელს აღწევს. 2018 წელს, იაპონელმა ინჟინრებმა შექმნეს მეხუთე თაობის ტოიოტა რავ4, რომელიც კროსოვერებს შორის  ნამდვილი ბესტსელერი გახდა და დღემდე ამ სტატუსს არცერთ სხვა მოდელს არ უთმობს.  მეხუთე თაობის RAV4 აწყობილია TNGA პლატფორმაზე (ტოიოტა ახალი გლობალური არქიტექტურა) სწორედ აღნიშნული პლატფორმის წყალობით მეხუთე თაობის RAV4 მისი წინამორბედისგან განსხვავებით გამოირჩევა მეტად მყარი კონსტრუქციით, მისი სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად დაბლაა დაწეული, რის გამოც, მეხუთე თაობის RAV4-ს გააჩნია შეუდარებელი მანევრისა და მართვის უნარი. მაქ­სი­მა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის RAV4 აღ­ჭურ­ვი­ლი TSS სის­ტე­მით (ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბით), რო­მელსაც გააჩნია:

 

·       შე­ჯა­ხე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა - ფრონ­ტა­ლუ­რი შე­ჯა­ხე­ბის საფრ­თხის წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის, ავ­ტო­მა­ტუ­რი და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სა და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა ამოც­ნო­ბის ფუნ­ქცი­ით;

·       ავ­ტო­მა­ტუ­რი კრუ­იზ-კონ­ტრო­ლის სის­ტე­მა- სიჩ­ქა­რე­თა ყვე­ლა დი­ა­პა­ზონ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს წინ მი­მა­ვალ ავ­ტო­მო­ბი­ლამ­დე უსაფრ­თხო დის­ტან­ცი­ის დაც­ვის ფუნ­ქცი­ას;

·       საგ­ზაო ზო­ლი­დან გა­დას­ვლის შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მა- უზ­რუნ­ველ­ყოფს ავ­ტო­მო­ბი­ლის მიერ საგ­ზაო მო­ნიშ­ვნის გა­დაკ­ვე­თი­სას შე­ტყო­ბი­ნე­ბას, სა­წყის ზოლ­ში დაბ­რუ­ნე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რი ფუნ­ქცი­ით;

·       ფა­რე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­დარ­თვის სის­ტე­მა- ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შორი გა­ნა­თე­ბის ახლო გა­ნა­თე­ბა­ზე ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­დარ­თვას უზ­რუნ­ველ­ყოფს. 

 

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის დაგ­ვი­კავ­შირ­დით ნო­მერ­ზე : (+995 032) 229 20 00 ან გვეწ­ვი­ეთ შო­უ­რუმ­ში მი­სა­მარ­თზე: ვაკე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქ.N6.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...