1 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

"ენერგო პროს" აბონენტებისთვის ელექტროენერგია კილოვატზე 3.5 თეთრით გაძვირდა

სემეკმა დღეს "ენერგო პროს" სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების განახლების შესახებ იმსჯელა. სემეკის დადგენილებით, კომპანიისთვის ტარიფები დროებით, 6 თვის ვადით განისაზღვრება. დროებითი ტარიფი სამომხმარებლო აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით ერთ კილოვატზე 3.494 თეთრით ძვირდება, რის შედეგადაც სამოხმარებლო ტარიფი ასე განისაზღვრება: 

1) თვეში 0-101 კილოვატი - 17.731 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი; 
2) თვეში 101-301 კილოვატი - 21.707 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი; 
3) თვეში 301+ კილოვატი - 26.227 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი; 

არასაყოფაცხოვრებო მომხმმარებლებისთვის კი ტარიფების ზრდა კიდევ უფრო მკვეთრია და ერთ კილოვატზე 11 თეთრზე მეტად ძვირდება. 

110-35 კვ. - 28.267 თეთრი- ზრდა 13.407 თეთრი; 
10-6-3.3 კვ - 30.879 თეთრი - ზრდა 14.628 თეთრი; 
380-220 ვ - 31.960 თეთრი - ზრდა 10.877 თეთრი. 

2021 წლის 1 ივლისის შემდგომი პერიოდისთვის სემეკი "თელასისთვის" გრძელვადიან ტარიფს დაითვლის. გამართულ მოსმენაზე "ენერგო პრომ" რიგი შენიშვნები დააფიქსირა, კომპანიის წარმომადგენელთა შეფასებით, ტარიფების ზრდა უფრო მაღალი უნდა იყოს.

კომპანია პრობლემურად მიიჩნევს ელექტროენერგიის შესყიდვის პროგნოზს, რომელიც სემეკმა მომდევნო 6 თვისთვის დაიანგარიშა.  თავისმხრივ, სემეკის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ "ენერგო პროს" მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება საპროგნოზოზე მაღალი იქნება, სემეკი ამ ხარჯის ანაზღაურების "კომპენსირების" შესაძლებლობას გრძელვადიანი ტარიფის განსაზღვრის დროს გაითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპე...

    თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...