1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

· Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში „მენტალ ჰაბი“ უფასო ფსიქოთერაპიის კურსები კოვიდ ცენტრებში დასაქმებული ექიმებისთვის, ექთნებისთვის და სანიტრებისთვის 6 თვეა მიმდინარეობს. არსებული მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ცენტრში ამ მიმართულებისთვის თერაპევტების კიდევ უფრო დიდი დროითი რესურსი გამოიყო.

 „გასულმა თვეებმა დაგვანახა, რომ ჩვენი საჭიროება დიდია იმ სამედიცინო პერსონალისთვის, ვინც მთელი ეს პერიოდი პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. ბოლო 2 თვეში გაზრდილი ინფიცირების შემთხვევები და კოვიდ ცენტრებში არსებული სტრესული რეალობა პირდაპირ აისახა ჩვენთან მომართვიანობის ზრდის დინამიკაზე.

აღნიშნული  პროგრამა  საშუალებას  გვაძლევს  დავეხმაროთ ვირუსთან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს. იქედან გამომდინარე, რომ ბუნდოვანია კიდევ რამდენ ხანს გასტანს პანდემია, აუცილებელია ვიზრუნოთ პირველ ხაზზე მებრძოლი ადამიანების ფიზიკური და ფსიქიკური რესურსების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე . ამ მიზნების მიღწევას ვცდილობთ ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიით, ფსიქოკონსულტირებით და ფსიქოგანათლებით. მენტალ ჰაბის მულტიპროფილური გუნდი, რომელიც შედგება ფსიქოთერაპევტების, ფსიქიატრების და ჯანდაცვის მენეჯერებისაგან, მზად არის იმუშაოს დისტანციურადაც.“-აცხადებს „მენტალ ჰაბის“ დამფუძნებელი და დირექტორი აკაკი ბურკაძე.

6 თვის განმავლობაში ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსებით 20-მდე ექიმმა ისარგებლა. დამატებითი რესურსი „ექიმების მხარდაჭერის“ პროგრამაში 100-მდე ექიმის ჩართვის საშუალებას იძლევა.

ექიმების მხარდაჭერის პროგრამა ევროპაბეთის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებისა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის ნაწილია. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ღირებულების პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს.

„მენტალ ჰაბთან“ პარტნიორობა ჩვენთვის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის ნაწილია. რომელიც თავის მხრივ სამ მიამრთულებას პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ.  ფსიქოთერაპიის უფასო კურსები ლუდომანებისთვის ჩვენი დაფინანსებით თითქმის 1 წელია შეუფერხებლად მიმდინარეობს. როცა პროექტში მენტალ ჰაბის სახით ახალ პარტნიორს ვამატებდით, ნათლად დავინახეთ, რომ პანდემიის პარალელურად სამედიცინო პერსონალისთვის ასეთი სახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნებოდა. მომართვიანობის გაზრდის შემთხვევაში მზად ვართ კიდევ გამოვყოთ დამატებითი ფინანსური რესურსი ამისთვის, იმ დრომდე სანამ ამის საჭიროება იქნება.“  ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი.

 „მენტალ ჰაბში“ ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის უფასო კურსის გასავლელად, მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 0322 051911.

---

„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა 2019 წლის დეკემბერში წარადგინა. პირველი მასშტაბური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან რეკლამის თვითრეგულირება გახდა, კომპანიამ გარეთ განთავსებული ყველა ბანერი ჩამოხსნა და მედიაში საკუთარი კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო. მცირე ხანში კი ინოვაციური ტექნოლოგია "დროის კონტროლი" დანერგა.

რეკლამაში დაზოგილი თანხა „ევროპაბეთს“ საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებისკენ მიმართოს. ვებგვერდზე responsible.ge დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც „ევროპაბეთის“ მომხმარებლები სარგებლობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპე...

    თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...