1 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ტოპ|ქარდით ონლაინ შოპინგის უპირატესობა

 

თუ მაღაზიების დაკეტვამდე თქვენთვის და ოჯახისთვის საჭირო ნივთების შეძენა ვერ მოასწარით, უპროცენტო განვადებით შოპინგის შანსი ახლაც გაქვთ. ტოპ|ქარდით რებანკის პარტნიორებთან ონლაინ შეძლებთ ტექნიკის, თავის მოვლის საშუალებების, ტანსაცმლის, სარემონტო მასალების, სათამაშოებისა და სხვა მრავალი ნივთის ყიდვას. უფრო ვრცლად: https://rbnk.ge/online_shopping. თანხა კი რეკომენდებულ ვადებზე გაგინაწილდებათ და ეფექტური 0%-იანი განვადებით ისარგებლებთ.

ანალოგიური პირობა მოქმედებს მაშინაც, თუ სასურველი ნივთების შეძენა რომელიმე უცხოური ვებ გვერდიდან გინდათ. ასეთ შემთხვევაში 45-დღემდე ეფექტური 0%-იანი გადავადებით ისარგებლებთ. უფრო მეტიც! თუ ტოპ|ქარდს წლის ბოლომდე აიღებთ და აქციაში ჩაერთვებით, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება 6 თვეზე თანაბრად გადაგინაწილდებათ, თანაც პროცენტის გარეშე. 

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი რეალურად 0%-იანი განვადების ბარათია რე|ბანკისგან. ბარათის უპირატესობა ისაა, რომ ჩვენს პარტნიორ ობიექტებში გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელი შენაძენის ღირებულებას  რამდენიმე თვეზე ანაწილებს, ზედმეტი პროცედურების და პროცენტის გარეშე .

ტოპ|ქარდზე წინასწარ მტკიცდება 250-დან 10 000 ლარამდე განვადების ლიმიტი და ამ თანხის გამოყენება შეუზღუდავადაა შესაძლებელი, მომხმარებელს ყოველ ახალ შენაძენზე ახალი განვადების დამტკიცება არ უწევს.

ტოპ|ქარდის განვადება სრულიად უპროცენტოა, ეფექტური 0%, 3-12 თვემდე ვადაზე რე|ბანკის პარტნიორებთან, ხოლო 45 დღემდე ვადაზე - ყველა არაპარტნიორთან, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში. ამასთან, მომხმარებელს ეძლევა საშუალება, 45 დღემდე უპროცენტო პერიოდით გაანაღდოს მის ტოპ|ქარდზე დაშვებული ლიმიტი.

რატომ არის ტოპ|ქარდით ონლაინ შოპინგი უფრო ხელსაყრელი?

ყველას, ვინც აიღებს ტოპ|ქარდს, შეუძლია პირველი შენაძენის აქციაში ჩაერთოს და პირველი გადახდისას 6-თვიანი უპროცენტო განვადებით, ეფექტური 0%, ისარგებლოს ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, მათ შორის, უცხოურ ონლაინ მაღაზიებშიც. სწორად ამიტომ არის ხელსაყრელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვებ გვერდებიდან ტოპ|ქარდით გამოწერა: თანხის ერთჯერადად გადახდის ნაცვლად, მას 6 თვეზე თანაბრად ანაწილებთ.

მათ, ვისაც უკვე აქვთ ტოპ|ქარდი და ზემოხსენებული აქციით ვერ ისარგებლებენ, შეუძლიათ იშოპინგონ ონლაინ ნებისმიერ საიტზე და ისარგებლონ 45 დღემდე ეფექტური 0%-იანი გადავადებით, ანუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ 45 დღის განმავლობაში დაფარონ.

ტოპ|ქარდის მფლობელებს ასევე შეუძლიათ იშოპინგონ რე|ბანკის პარტნიორებთან ონლაინ და მარტივად შეიძინონ სასურველი ნივთები სახლიდან გაუსვლელად. ჩვენს ონლაინ პარტნიორებს შორისაა: დრესაპი dressup.ge, მინისო miniso, ვულე-ვუ voulez-vous , რონიკო roniko.ge/, დომინო domino.com.ge , ელიტ ელექტრონიქსი https://ee.ge/ , მიჰაუსი mihouse.ge/ , მეგატექნიკა megatechnica.ge/ge ,  XS Toys biblusi.ge/ და სხვა.

როგორ ხდება ტოპ|ქარდის შეკვეთა?

ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს დადასტურებული შემოსავალი და სურს ტოპ|ქარდის აღება, ამის გაკეთება ონლაინ შეუძლია ბმულზე: https://rbnk.ge/App. დისტანციური იდენტიფიკაციის და განაცხადის შევსების 2-წუთიანი პროცედურა ძალიან მარტივია. დადასტურების შემთხვევაში კი, ბარათს რე|ბანკის კურიერი თბილისის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე მიიტანს.

რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებ გვერდზე და კონტაქტ ცენტრში rebank.ge+995 32 222 25 25 | *2525

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპე...

    თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...