1 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ინოვაციების დანერგვას განაგრძობს

2 დეკემბერი, 2020- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით  და ბიზნესის მხარდასაჭერად, ბანკმა საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი -  ტერმინალით განაღდება შესთავაზა. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან სავაჭრო და მომსახურების წერტილებში შესაძლებელია თანხის პოს-ტერმინალით განაღდება. შესაბამისად, თუკი მომხმარებელს ხელთ საჭირო თანხა  არ აღმოაჩნდება,  მას აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის პარტნიორ  სავაჭრო თუ მომსახურების წერტილებში, სასურველი ნივთის შეძენასთან ერთად, ტერმინალით გაანაღდოს თანხა. ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ საბანკო ბარათი. მერჩანტის დახმარებით ბარათიდან განხორციელდება სასურველი ნივთის ან მომსახურების შეძენა და ამავდროულად, თანხის განაღდებაც. 

„საქართველოს ბანკში აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ და ამით მათი კომფორტი ვუზრუნველვყოთ. გადახდის ციფრული და უკონტაქტო მეთოდები 2020 წელს აუცილებელ საჭიროებად იქცა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ბიზნესისა და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული ახალი პროდუქტები წარვადგინოთ. გვჯერა, რომ მსგავსი ინოვაციები ხელს შეუწყობს საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანიების სამომავლო განვითარებას და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მომხმარებლებისთვის საბანკო პროდუქტებს გამოყენებას“,-განაცხადა საქართველოს ბანკის პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბეჟიაშვილმა. 

საქართველოს ბანკმა მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით უკვე  დანერგა  ბევრი სიახლე. ბანკმა მომხმარებელს უნაღდო ანგარიშსწორებით „თიფის“, იგივე „სამადლობელის“ დატოვების შესაძლებლობა მისცა. იმ შემთხვევაში თუ კვების ობიექტებში- კაფეში, ბარში, რესტორანში მომსახურების სათანადოდ გაწევის შემდეგ მომსახურე პერსონალისთვის დამატებითი გასამრჯელოს დატოვება გსურთ, მაგრამ საჭირო თანხა არ აღმოგაჩნდათ ნაღდი ფულის სახით, ამ პრობლემას  „სამადლობელი“-ის  ფუნქციის მქონე ტერმინალი მოაგვარებს. კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ბანკმა მომხმარებელს პირველმა შესთავაზა, გატერმინალებაა, რითიც ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი გახდა. ინოვაციის დანერგვამ განსაკუთრებით შეუწყო ხელი ბიზნესს, ვინაიდან მათ გადახდების მიღება კუთვნილი სმარტფონიდან შეუძლიათ. მომხმარებლისთვის კი გადახდა კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი და სწრაფი გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპე...

    თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...