2 1 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Grant Thornton-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიას საჯარო განცხადებაზე

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Grant Thornton-ის  პასუხი კომუნიკაციების კომისიას, 2020 წლის 16 ოქტომბრის საჯარო განცხადებაზე საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით 

მაგთიკომის განცხადება:

კომუნიკაციების კომისიამ სრული იგნორირება გაუკეთა მაგთიკომის მიერ წარდგენილ მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან ექვსის (აქედან ორი “დიდი ოთხეულის” ე.წ. „Big 4“-ის წევრია) მიერ მომზადებულ დასკვნას საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ექსპერტების აუდიტორულ კვლევას/ანალიზს/დასკვნას, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება საქართველოსთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს.

მაგთიკომი ვარაუდობდა, რომ კომისია სათანადოდ შეისწავლიდა ხსენებულ დოკუმენტებს და განახორციელებდა ისეთ ქმედებებს,  რაც რისკის ქვეშ არ დააყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზიანის მომტანი არ იქნებოდა როგორც ქვეყნის, ასევე მობილური სატელეკომუნიკაციო დარგის შემდგომი განვითარებისათვის.

ვინაიდან, კომისიამ საჯარო სივრცეში გადაიტანა ამ თემის განხილვა, ისიც არაეთიკური და არაკვალიფიციური განცხადებების ტირაჟირებით, იძულებული ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია. ამჯერად, (Deloitte-ის; BDO-ის და Kalba International, Inc.-ის; KPMG-ის; RSM-ის და Nexia TA-ის პასუხების შემდეგ) წარმოგიდგენთ აუდიტორული კომპანია Grant Thornton-ის პასუხს კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ, ნათლად და ცალსახად ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობას.

 

Grant Thornton-ის  პასუხი კომისიას

წარმოდგენილი დოკუმენტი ეხმაურება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში "კომისია" ან "GNCC") მიერ გამოცემულ დოკუმენტს, სახელწოდებით "მოსაზრება საკონსულტაციო კომპანიების მიერ შპს "მაგთიკომისთვის" შემუშავებულ პოლიტიკის ანგარიშსა და საექსპერტო დასკვნაზე (შემდგომში "მოსაზრება").

დოკუმენტის მიზანი არ არის „კომისიის“ ყველა კომენტარის განხილვა, ან  მობილური ქსელის ვირტუალური ოპერატორების (შემდგომში „MVNO“) საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სარგებლის ან რისკების შეფასება, რადგან ეს უკვე გაკეთდა წინა დოკუმენტში.

მოცემული ანალიზის მიზანია პოლიტიკის ანგარიშსა და საექსპერტო დასკვნაში წამოჭრილ მთავარ საკითხებზე კონცენტრირება, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია იმის შესაფასებლად, მომზადდა თუ არა „კომისიის“ გადაწყვეტილება № 20-9/156, 31/12/2019 მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ ("საბითუმო გადაწყვეტილება" ან "MVNO რეგულაცია") ეროვნული კანონმდებლობის, ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოსა და საერთო პრაქტიკის შესაბამისად, რომლებიც ელექტრონული კომუნიკაციების ex-ante (წინასწარ) რეგულირებასთან არის დაკავშირებული.

დოკუმენტი ახდენს „MVNO რეგულაციის“ და “კომისიის” „მოსაზრების“ იმ ძირითადი პუნქტების შეჯამებას, სადაც “კომისია” ვერ ახერხებს ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და ასევე აჩვენებს, რომ "MVNO რეგულაცია" მომზადებული ფორმით არღვევს, როგორც ეროვნულ კანონმდებლობას და ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოს შესაბამის ნაწილებს, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას.

 

 Grant Thornton -ის სრული პასუხი ქართულ ენაზე

 Grant Thornton -ის სრული პასუხი ინგლისურ ენაზე

სტატია მაგთიკომის ვებ გვერდზე - https://www.magticom.ge/ka/grantthornton
სტატია მაგთიკომის Facebook გვერდზე - https://www.facebook.com/Magti/photos/a.256287627715315/3793823993961643/?type=3&theater

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპე...

    თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...