2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსი“ ონლაინ შეძენილ პროდუქტებს მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით

ვინაიდან ტემპერატურა იკლებს, უსაფრთხოდ მგზავრობისთვის აუცილებელია ავტომობილი შესაბამისად მომზადებული იყოს. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს როგორც პროდუქციის შეძენის, ასევე ავტოსერვისის მიმართულებით. 

კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს სასურველი პროდუქცია შეიძინონ ონლაინ მაღაზიის მეშვეობით tegetashop.ge, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული, ავტომობილისთვის საჭირო პროდუქტების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და სხვა მრავალი პროდუქცია. შეძენილი ნივთები შეგიძლიათ მიიღოთ მთელი საქართველოს მასშტაბით ან გაიტანოთ „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრიდან. 

ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე. „თეგეტა კომფორტის“ ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. კომპანია ავტომობილზე სრულად არის პასუხისმგებელი, აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად მოახდენს თქვენს ინფორმირებას ავტომობილის მდგომარეობის და საჭირო სერვისის შესახებ. 

„თეგეტა კომფორტი“ აერთიანებს 5 სერვისს: კომფორტ მომსახურება -  გულისხმობს პერსონალური მენეჯერის მომსახურებას და სრულ ავტოსერვისს; აკუმულატორის ადგილზე მიტანა-მონტაჟის მომსახურება - „თეგეტას“ პერსონალური მენეჯერი თქვენთვის სასურველ ადგილას უზრუნველყოფს აკუმულატორის მოტანას და მონტაჟს; ავტომობილის დაქოქვა - თუ მოულოდნელად ავტომობილი ვერ დაქოქეთ, შეგიძლიათ გამოიძახოთ „თეგეტას“ პერსონალური მენეჯერი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში; ადგილზე ვულკანიზაციის სერვისი - თუ თქვენი ავტომობილის საბურავი დაზიანდა, თქვენ კი მის გამოსაცვლელად საჭირო ხელსაწყოები არ მოგეპოვებათ ან უბრალოდ არ იცით როგორ შეცვალოთ, გამოიძახეთ „თეგეტას“ პერსონალური მენეჯერი და ის დაგიმონტაჟებთ სათადარიგო საბურავს. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტას“ ევაკუატორის 24 საათიანი მომსახურებით. 

იმ შემთხვევაში თუ გიწევთ ვიზიტი, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge, ასევე თეგეტას ცხელ ხაზის მეშვეობით 032 226 44 44.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ კლასის ბრენდების მიერ წარმოებულ საავტომობილო პროდუქტებს და აქსესუარებს. უკვე 25 წელია „თეგეტა მოტორსი“ გირჩევთ და გთავაზობთ საუკეთესოს თქვენი ავტომობილისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპე...

    თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...