1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მაგთიკომის პასუხი კომუნიკაციების კომისიას 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე

კომუნიკაციების კომისიის მიერ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი არაკვალიფიციური ინფორმაციის გავრცელება ბოლო პერიოდში სამწუხარო რეალობად იქცა.
კომისიის განცხადებაში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა, მასში მოცემული მსჯელობები წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელია, რაზეც, საჭიროების შემთხვევაში, მაგთიკომი დამატებით, პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას.

მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება ქვეყნისთვის ნეგატიურ შედეგს გამოიღებს - ეს დასკვნა გაკეთებულია სათანადო კვლევა/ანალიზის საფუძველზე მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიიდან ექვსის მიერ, საიდანაც ორი მათგანი „დიდი ოთხეულის” წევრია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხსენებული ავტორიტეტული კომპანიების საექსპერტო მოსაზრებები/დასკვნები სიმართლეს არ შეესაბამება და ისინი მაგთიკომის მოთხოვნის შესაბამისად მხოლოდ „შესაძლო ნეგატიურ ასპექტებს“ ასახავს, სულ მცირე, არაეთიკური განცხადებაა როგორც მაგთიკომთან, ასევე თავად ამ კომპანიებთან მიმართებაში. შესაბამისად, კომისიას მოვუწოდებთ იყოს თანმიმდევრული და მიზანმიმართულად ნუ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
გაუმართლებელია კომისიის მხრიდან საკითხის შემდეგნაირად პოზიციონირება - თუ საექსპერტო დასკვნა/მოსაზრება მომზადებულია კომისიის დაკვეთით, მაშინ დასკვნები/მოსაზრებები ფაქტებად და სიმართლედ განიხილება, ხოლო თუ საექსპერტო დასკვნა/მოსაზრება მაგთიკომის დაკვეთით მომზადდა, მაშინ ის სავარაუდოა და სიმართლეს არ შეესაბამება. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა, პირველ რიგში, სამომავლოდ თავად კომისიისათვის აღმოჩნდება დამაზიანებელი. კომუნიკაციების კომისია ცდილობს უსაფუძვლო მოლოდინები გაუჩინოს როგორც მომხმარებლებს, ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც თეორიულად შეიძლება დაინტერესებული იყვნენ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორობით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვირტუალური ოპერატორი შეიძლება არსებობდეს სხვა ქვეყანაში ან ამ რეგულაციამ დროის გარკვეულ მონაკვეთში მოახდინა გარკვეული პოზიტიური გავლენა რომელიმე ქვეყანაში, არის ამ საკითხის მიმართ არასწორი და არაკვალიფიციური მიდგომა. დღემდე კომუნიკაციების კომისიას არ გააჩნია არცერთი საექსპერტო დასკვნა, რომ საქართველოში ეს რეგულაცია იქნება წარმატებული ან მოიტანს რაიმე დადებით შედეგს. სწორედ ამ გარემოებამ აიძულა მაგთიკომი, მოეწვია მსოფლიოში საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ათეულიდან ექვსი და მათ შეეფასებინათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების გავლენა საქართველოს მობილური სატელეკომუნიკაციო დარგისათვის, რაც ბუნებრივია, მაგთიკომმა გაუზიარა კომუნიკაციების კომისიას, რათა მის მიერ მომხდარიყო ისეთი შეცდომების პრევენცია, რაც უარყოფით გავლენას მოახდენდა საქართველოში სატელეკომუნიკაციო დარგის სამომავლო განვითარებაზე. ვიმედოვნებთ, რომ კომისია შეძლებს ტენდენციური გავლენებისგან გათავისუფლებას, უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს საექსპერტო დასკვნების სათანადო ანალიზს და ქვეყანაში გამწვავებული პანდემიის პირობებში, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას მისი რესურსი უსაგნოდ არ დაიხარჯება არასწორი ფაქტების ტირაჟირებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპე...

    თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...