2 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს კომუნალურ გადასახადებში საქველმოქმედო პლატფორმა - „ჩართე“ დაემატა

 

აქ, ახლა თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის დახმარებით, მომხმარებლებს საშუალება აქვთ საქველმოქმედო პლატფორმაზე - „ჩართე“, ნებისმიერი თანხა გადარიცხონ და ამ გზით ხელი შეუწყონ სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების ინტერნეტითა და პერსონალური კომპიუტერით უზურნველყოფას.  

აღნიშნული თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა, განათლების ხელშეწყობა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარება. 

არსებული მონაცემების თანახმად, დღეს საქართველოში 78,000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს (აქედან დაახლოებით 20 000 უფროსკლასელს) არ აქვს წვდომა ინტერნეტზე. მათი 95% ინტერნეტის დაფარვის ზონაში ცხოვრობს, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ახერხებს ინტერნეტის საფასურის გადახდას. 

საქველმოქმედო პლატფორმა - „ჩართე“ (charte.ge) ინდივიდებსა და კორპორაციებს საშუალებას აძლევს სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს, ყოველთვიურად თუნდაც 1 ლარად, ინტერნეტი და ლეპტოპები დაუფინანსონ. 

თიბისის მისიაა ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებისთვის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვა კომპანიამ ინტერნეტ და მობაილბანკის დახმარებით, კიდევ უფრო მარტივი გახადა. 

„ჩართეს“ პლატფორმაზე თანხის გადასარიცხად, მომხმარებელმა თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის კომუნალური გადახდების კატეგორიაში, ქველმოქმედების ქვეკატეგორიიდან უნდა აირჩიოს - „ჩართე“, შეიყვანოს საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართი და გადარიცხოს სასურველი თანხა.  

ინტერნეტისა და ლეპტოპის სრულფასოვნად გამოყენებისა და ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების ათვისების მიზნით, მოსწავლეები „ჩართეს“ ფარგლებში იღებენ: 

·       ლეპტოპს;

·       ინტერნეტს სკოლაში სწავლის პერიოდში და სკოლის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში;

·       წვდომას უფასო და ფასიან ქართულენოვან სასწავლო პლატფორმებსა და რესურსებზე: „ლინგვინგი“ (უცხო ენების სწავლა), „საბა“ (ელექტრონული ბიბლიოთეკა), „ლუპი“ (მათემატიკა), „ნებულა“ (გამოცდებისთვის მომზადება), „მურწყუ“ (გამოცდებისთვის მომზადება, „ხანის აკადემია“ (სასკოლო საგნები), code.org-ი (პროგრამირება) და ა.შ.

·       ტრენინგებს მედიაწიგნიერების, ფინანსური და ონლაინ განათლების მიმართულებებით;

·       გუნდის მუდმივ ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და მენტორობას. 

აღნიშნული პროექტი, თიბისისა და „ჩართეს“ რიგით მეორე თანამშრომლობაა. პანდემიის პერიოდში, პროგრამის -  #თიბისიშენთვის ფარგლებში, „ჩართესთან“ პარტნიორობით და თიბისელების ჩართულობით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 100 უფროსკლასელს ლეპტოპები დაურიგდათ. პროგრამისთვის დამამთავრებელი კლასების სოციალურად დაუცველი მოსწავლეები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობდნენ და არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტ რესურსებზე, რის გამოც მათი სასწავლო პროცესი შეფერხებული იყო. პროექტის ფარგლებში, სასწავლო წლის დასრულების ბოლომდე ბენეფიციარების ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადიც დაიფარა.  

Charte.ge-ს მეშვეობითა და 1900-ზე მეტი ადამიანის შემოწირულობის დახმარებით, ინტერნეტზე წვდომა უკვე 900-ზე მეტ მოსწავლეს აქვს. ბენეფიციართა უმრავლესობა დევნილთა დასახლებებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპე...

    თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...