1 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

15-24 ივნისს საქართველოში რეგიონში პირველი მონაცემთა ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება

თიბისის მხარდაჭერით 15-დან 24 ივნისამდე, საქართველოში პირველად ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება. TIDA (Tbilisi International Data Analytics) რვა დღის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებსა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს.

კონფერენციის მიზანია შეიქმნას საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო მონაცემთა ანალიტიკის კომუნა, რომელიც განიხილავს, თუ როგორ და რისთვის შეიძლება ერთი მხრივ ბიზნესმა გამოიყენოს ანალიტიკა სწორად, ხოლო მეორე მხრივ,  ბიზნესისთვის რეალურად გამოსადეგი ანალიტიკა გაკეთდეს.

TIDA ონლაინ სივრცეში გაიმართება და არ შეიზღუდება სტანდარტული გრაფიკით. კონფერენცია ყოველდღიურად საღამოს საათებში ჩატარდება და თითოეულ დღეს სამი მომხსენებელი წარადგენს საკუთარ თემას.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი კომუნის არსებობა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მონაცემთა ანალიტიკის სფეროს განვითარებას საქართველოში. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ქვეყანაში გვაქვს კარგი კონფერენციები, რომლებიც მონაცემების თემას ფარავენ. თუმცა, არ გვაქვს კონფერენცია, რომელიც მონაცემთა ანალიტიკის ბიზნესში გამოყენებაზეა ფოკუსირებული. ეს არის TIDA- მთავარი განმასხვავებელი რეგიონში არსებული სხვა მონაცემთა კონფერენციებისგან.” - მიშა ნადარეიშვილი, კონფერენციის ორგანიზატორი

„მონაცემთა ანალიტიკა და მისი ბიზნეს შედეგებში ასახვა უკვე წლებია თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ვფიქრობ, ბიზნესებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია  ქვეყანაში ამ სფეროს განვითარება, TIDA კი დიდი  წინ გადადგმული ნაბიჯია ამ გზაზე.“  - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი

TIDA-ს სპიკერები კონფერენციის ფარგლებში ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:

·        მაიკლ რუკმანი - ლიდერობა ციფრულ ერაში

·        ვალერი ბაბუშკინი - მანქანური დასწავლა Python-ში; მონაცემთა მეცნიერება X5-ში

·        კოტე ხოფერია - როგორ ვაქციოთ კომპანია მონაცემებზე დაფუძნებულ ორგანიზაციად

·        სერჰატ კეჩიჯი - შესავალი ნეირონული ქსელებში; ნეირონული ქსელები, ანალიტიკის ახალი ტალღა

·        კარლო ჯოვინე - TBC

·        მატია ბონი სფორცა - CausalNex: მიზეზ-შედეგობრიობის დადგება

·        კევინ სილიანო - ციფრული ტრანსფორმაციის ROI; მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის გზამკვლევი

·        მარიამ მელიქაძე - New York Times-ის მილიონობით მკითხველის დახასიათება იმის მიხედვით, თუ რას კითხულობენ ისინი

·        ნინო მასურაშვილი - თიბისი ბანკის ანალიტიკური ტრანსფორმაცია

·        ნუცა აბაზაძე - შესავალი R-ში

·        რუდრადებ მიტრა - როგორ შევქმნათ წარმატებული ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები

·        ალექსანდერ დიურკა - TBC

·        ვიოლეტა მიშევა - მანქანური დასწავლის მოდელების ახსნადობა

·        ანდრეას გალატულასი - ანალიტიკის დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენის მეთოდები

·        ირაკლი მენაბდე - ანალიტიკის გამოყენება მოგების გაზრდისა და ხარჯების შემცირებისთვის

·        Neiron AI - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხარისხის კონტროლისა და ხარვეზების პროგნოზირებისთვის.

 

ბილეთები: tkt.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...