0 6 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი ბანკი საკუთარი რესურსით 100 მილიონ ლარიან პროგრამას პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით აგრძელებს

დღეს, ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო, ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა ჩვენს მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვა, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის წარმომადგენლებზე.

ლიბერთი ბანკმა, ისევე როგორც აპრილში, მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი რესურსით, განახორციელებს 100 მილიონ ლარიან პროგრამას მაისის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებითეს პროგრამა შეეხება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და ზევით.

მაისის პენსია წინასწარ ჩაირიცხება დღეს, 27 აპრილს, 70 წლის და ზევით მომხმარებლების სოციალურ ბარათებზე და ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მყისიერად ისარგებლონ ჩარიცხული თანხებით, გადაიხადონ საკუთარი სოციალური ბარათით  და შეიძინონ სასურველი პროდუქცია მაღაზიებსა და აფთიაქებში.

ჩვენი მომხმარებლის უმეტესობა, პენსიის ჩარიცხვისას  თანხის განაღდებას ანუ ნაღდ ფულს ანიჭებს უპირატესობას, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, თავშეყრის ადგილებთან ერთად, ერთერთ საფრთხეს წარმოადგენს.

ამ საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, პენსიის თანხების ნაღდი ფულით მიღების შესაძლებლობა მიეცემა ყველა ასაკობრივ პენსიონერს ეტაპობრივად, ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, რისთვისაც შევქმენით სპეციალური პლატფორმა myliberty.ge. ამ პლატფორმაზე ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ნახვა თუ ზუსტად რა თარიღიდან შეძლებს პენსიის მიმღები მომხმარებელი პენსიის ნაღდი ფულით მიღებას ლიბერთის ბანკომატიდან ან სერვისცენტრიდან.

ასევე, მობილიზებულია 08 სამსახური, რომელიც უპასუხებს ჩვენი მომხმარებლების  კითხვებს ნომერზე 208 ქალაქის ნომრიდან და 032 208 მობილურიდან.

რაც შეეხება 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიის მიმღებ პირებს - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მათი პენსიები ასევე ჩაირიცხება წინასწარ, ზუსტი თარიღი ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში.

ჩვენ, ეს პროგრამა წარმატებით განვახორციელეთ აპრილში და ვიცით, რომ არ არის მარტივი და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართულობას ამ ადამიანებთან ინფორმაციის მიტანაში. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, ახლობლების ჯანმრთელობაზე და ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ჩვენი თანამოქალაქეების სახლიდან გამოსვლისა და ბანკში ვიზიტის საჭიროება.

დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...

  • 15:25

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 ...

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...