1 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

EMEA Finance-მა თიბისი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

თიბისიმ საერთაშორისო ფინანსური ჟურნალისგან, EMEA Finance სამი ჯილდო მიიღო.

გამოცემამ თიბისი ზედიზედ უკვე მეცხრედ დაასახელა  საუკეთესო ბანკად საქართველოში. გარდა ამისა, EMEA Finance-სგან თიბისიმ კიდევ 2 კატეგორიაში მოიპოვა აღიარება და საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა როგორც საინვესტიციო, ისე პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით. თიბისის შვილობილი კომპანია, თიბისი კაპიტალი კი,  ფინანსურმა გამოცემამ 2019 წლის საუკეთესო საბროკერო კომპანიად აღიარა ქვეყანაში.

„ჩვენთვის დიდი პატივია EMEA Finance -ისგან რამდენიმე ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, როგორც  თიბისის წამყვან პოზიციას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე,  ისე ჩვენი გუნდის განსაკუთრებულ მიღწევებს პერსონალური, საინვესტიციო და საბროკერო საქმიანობის მიმართულებით“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„ვულოცავთ თიბისის ამ აღიარებას. კომპანია აგრძელებს მუდმივ განვითარებას და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას“, - განაცხადა EMEA Finance -ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქრისტოფერ მურმა.

EMEA Finance წამყვანი ფინანსურ გამოცემაა ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში. ჟურნალი 2008 წლიდან გამოდის და ის ინფორმაციის სანდრო წყაროს წარმოადგენს ფინანსურ და კორპორატიულ სექტორში დასაქმებული აღმასრულებელი რგოლის მენეჯერებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...