თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
|
დარეგისტრირდა წამალი და ახლა ჯერი მის შემოტანაზეა - პაციენტები სახელმწიფოსგან დიდ მხარდაჭერას ელიან
“დედებო, თქვენ შვილებს არაფერი დაემართებათ, თუ მეტად მებრძოლები იქნებით-მეთქი! ამის შემდეგ ბავშვებიც და მშობლებიც შეიცვალნენ. საოცარი გარდასახვა მოხდა, რითაც ამაყი ვარ. მშობლებს დავუბრუნე ცხოვრების ხალისი, რწმენა…” - ასეთ ემოციურ განცხადებას აკეთებს ბელა უბილავა, თავად პაციენტის მშობელი, რომლის ამბავიც გულს აგიყუჩებთ, თუმცა დარწმუნებით რომ მტკიცე ხასიათის ადამიანია და საკმაოდ მძიმე პრობლემებს უმკლავდება.
„ბავშვს მოძრაობა, ჯდომა უჭირდა - დაავადება გენეტიკური აღმოჩნდა. ბელა იმ დროს უკვე მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ, ექიმებმა, ახლობლებმა, ნათესვებმა ურჩიეს, ნაყოფი მოეცილებინა, რადგანაც არსებობდა ალბათობა, მეორე შვილი იმავე დიაგნოზით დაბადებულიყო,” – ასეთის მისი ისტორია.
2005 წელს ბელა უბილავას ქალიშვილი მარიამ ზარიძე შეეძინა. 7 თვის ჩვილს უმძიმესი და იშვიათი დაავადება - სპინალური კუნთოვანი ატროფია დაუდგინდა.
"ეს რომ გავიგე, მაშინვე ვთქვი, ბავშვს მაინც გავაჩენ. თუ იმავე დიაგნოზით დაიბადება, ე.ი. ეს ჩემი ჯვარია, რომელიც უნდა ვატარო. ამ ნაყოფის მოშორებით, კი მეტად დავამძიმებ უკვე გაჩენილი შვილის მდგომარეობას-მეთქი...“
ბელა უბილავას უფროსი ქალიშვილი მარიამი, 9 წლის ასაკში გარდაიცვალა
მეორე შვილი, გიგაც ასეთივე დიაგნოზით დაიბადა... „თუმცა, მესამე შვილის გაჩენისას უფრო დიდი პრობლემა შემექმნა - მთელი სანათესაო გადამემტერა, გვერდით მხოლოდ ძმა და დაქალები მედგნენ. სხვებს სერიოზული შიში ჰქონდათ.მეუღლეც ყურადღებას არ მაქცევდა და ორ, მძიმედ დაავადებულ ბავშვს - 8 წლის მარიამს და 7 წლის გიგას ხელით ვატარებდი. მხოლოდ იმას ვამბობდი, არაფერი დამემართება, თუ ჯანმრთელი იქნა, უფლის საჩუქარი იქნება, თუ არადა, უფალი მის გაზრდაში ხელს შემიწყობს-მეთქი,” - გვიყვება ქ-ნი ბელა.
ბელას მარიამიც აძლებინებდა და იმედს აძლევდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადებოდა, ამასთან, რომ იქნებოდა გოგო და ნინის დაარქმევდა...
„მოკლედ, ვინც გიჟად მთვლიდა (ამას ადამიანების მზერითაც ვხვდებოდი), ყურადღებას არ ვაქცევდი. სპინალურ კუნთოვანი ატროფია იშვიათ დაავადებას მიეკუთვნება და ბოლომდეც არ არის შესწავლილი. რა სიმპტომებით, პათოლოგიებით და ინდივიდუალობით გამოვლინდება, არავინ იცის.მე და ჩემმა ქმარმა გენეტიკური კვლევა ჩავიტარეთ, რაშიც მთავრობა დაგვეხმარა. კვლევამ აჩვენა, რომ ცოლ-ქმარი ამ გენის მატარებლები ვიყავით და ჩვენ შემთხვევაში მოხდა გენეტიკური თანხვედრა," - გვიყვება ქალბატონი ბელა, რომლის მესამე შვილი სრულიად ჯანმრთელი გაჩნდა”.
თუმცა, როგორც ბელა გვიამბობს, მანამდე უფროს შვილს რეანიმაციაში ზრდიდა სიტყვებით - "მარიამ, გადარჩები" და ეს ძალა, ეს ენერგია ბავშვს აცოცხლებდა. ამიოტროფიის მქონე ადამიანები იდეალური გონებით, განვითარებით გამოირჩევიან. უგონიერესი იყო მარიამიც და ასეთივეა გიგა... „მიუხედავად ამ ყველაფრისა, გოგონა 2015 წელს მაინც დავკარგე იმ დღეს, როცა მესამე შვილი 1 წლის და ერთი თვის გახდა... ნინი ახლა 6 წლისაა...“.
მარიამი ვნების კვირას, წითელ პარასკევს გარდაიცვალა... აღდგომა ახლოვდებოდა, მარიამს უყვარდა დღესასწაულები, იმ დღეს დედას უთხრა: დედა აღდგომის ანგელოზი არსებობსო? „ყველა დღესასწაულის ანგელოზი არსებობს და ყველა შენი მფარველია-მეთქი... 2 აპრილს ცუდად გახდა (იმ წელს 10 აპრილს იყო აღდგომა), სასწრაფო გამოვიძახე და საავადმყოფოში წავიყვანე. ბავშვი კალთაში მეჯდა, ველაპარაკებოდი: - სახლში ხომ წამიყვანო? ჩვენ სახლში ისევ დავბრუნდებით-მეთქი, - ვუპასუხე...
2 ღამის მერე დამძიმდა... სანამ მართვის აპარატზე შეაერთებდნენ, მხოლოდ ის თქვა: - დედა, მეტის ატანა აღარ შემიძლია, ნეტავ, მოვკვდებოდეო. უკვე იმდენად იყო დათრგუნული, დატანჯული, რომ სიტყვებს - "მარიამ, გადარჩები!" - ვეღარ ვამბობდი, არც ის იბრძოდა სიცოცხლისთვის. არადა, მანამდე ორივე მხნედ ვიყავით”.
"მერე დაიწყო უფრო მძიმე პერიოდი - მარიამის ძებნა კედლებზე, ცაში, ვარსკვლავებში, ყველგან... იყო სუიციდის მცდელობა, ვერ ვუძლებდი იმ უნუგეშო ტკივილს, ეს არის ტანჯვა, რომელიც არასდროს მთავრდება, ცრემლი, რომელიც არასდროს შრება...მარიამის ამ მდგომარეობას ხომ უყურებდა გიგა, მანაც ხომ იცოდა თავისი დიაგნოზი და სულ იმას ამბობდა, რომ მეც იგივე მელოდებაო...
დღეს გიგა უკვე 13 წლისაა (მას ამ დაავადების III ტიპი აქვს, მარიამს II ტიპი ჰქონდა, უფრო მძიმე ფორმა). 53 კილოა და სულ დედაზეა მინდომილი, თუმცა მხნე და შემართებულია, ამაში მეგობრებიც ეხმარებიან, თან ჰყვებიან. მასწავლებელი, სკოლა დიდ ყურადღებას იჩენს, სოლიდარობას და თანადგომას უცხადებენ. დღეს დედა ასეთი დაავადების მქონე ბავშვების გადასარჩენად იბრძვის...
“ვფიქრობ, მარიამი გარკვეული მისიით იყო მოვლენილი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი მისი დედა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ამ პატარების გადარჩენაზე იბრძოლებდა. ის რომ არ ყოფილიყო, ასე ხომ არ ვიბრძოლებდი?! ალბათ ეს იყო ჩემი გარკვეული მისია, რომელიც შვილმა დამაკისრა. მადლობა ღმერთს, რომ ამ საოცარი გოგონას დედობის უფლება მომეცა. დიდი ძალა მომცა იმისთვის, რომ მთელი საქართველოს ბავშვებს, ვინც ამ დიაგნოზით არიან დაავადებულები, დავხმარებოდი. შევქმენი ჯგუფი, სადაც მყავს 1-იდან 21 წლამდე ახალგაზრდები, უფრო მოზრდილებიც, ეტლს და დედებს მიჯაჭვულები. ამიატროფია განაჩენი არ არის, ჩვენ მას დავამარცხებთ! ურთულესი გზა მაქვს გავლილი და რწმენას არ ვკარგავ, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ! დარეგისტრირდა წამალი და ახლა ჯერი მის შემოტანაზეა. სახელმწიფოსგან მხარდაჭერაა საჭირო. ის მუდმივად მოსახმარი წამალია. მოკლედ, ამ წამალს ველით და მისი საშუალებით კიდევ ბევრ სირთულეს გადავლახავთ!“ - იმედის თვალით უყურებს მომვალას ჩვენი სტუმარი.
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...
დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...
Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...
როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...
თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...
თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები