1 1 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი სრულ მზადყოფნაშია საგანგებო მდგომარეობისას მომხმარებელს შეუფერხებლად მიაწოდოს სერვისები

თიბისი სრულ მზადყოფნაში ხვდება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.  მომხმარებლების  ცხოვრების გასამარტივებლად,  თიბისი უწყვეტ რეჟიმში და  შეუზღუდავად აგრძელებს მათთვის საბანკო სერვისების მიწოდებას, როგორც დისტანციური არხების, ისე ფილიალების, სერვისცენტრების და სატელეფონო ცენტრის საშუალებით.

 

თიბისის 110-ზე მეტი ფილიალი მომხმარებელს ჩვეულ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის წესების შესაბამისად მოემსახურება (ფილიალების მუშაობის განახლებული გრაფიკი იხილეთ ბმულზე - http://bit.ly/TBCservicecenters). მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ფილიალებს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატიურად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად უტარდება.

 

თიბისის დისტანციური სერვისების, ინტერნეტ და მობაილბანკის გამოყენებით შესაძლებელია საბანკო ოპერაციებისა და ტრანზაქციების უმეტესობის დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე განხორციელება. თიბისიში შესრულებული ოპერაციების 93%-ზე მეტს  მომხმარებლები დისტანციური მომსახურების არხებით ახორციელებენ.

 

შეუფერხებლად ფუნქციონირებს თიბისის 600-მდე ბანკომატი და 3500 სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მთელი საქართველოს მასშტაბით. გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს თიბისის ცხელი ხაზი.

 

თიბისის გადაწყვეტილებით, მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ინტერნეტ და მობაილბანკში შესაძლებელია გაუმჯობესებლი პირობებით სარგებლობა:

·         0% საკომისიო ყველა ტრანზაქციაზე (ნებისმიერ ვალუტაში სხვასთან ანგარიშის და მობილურის ნომრით გადარიცხვაზე, კომუნალურების გადახდაზე, მობილურის შევსებაზე);

·         პინის გარეშე გადახდის ლიმიტი 100 ლარამდე  გაიზარდა და თიბისის ნებისმიერი უკონტაქტო გადახდის მეთოდით არის ხელმისაწვდომი; 

·         გაუმჯობესებული სავალუტო კურსი;

·         1%-ით გაზრდილი წლიური სარგებელი ლარში ანაბრის გახსნისას;

·         ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას პირველი წლის მომსახურება საკომისიოს გარეშე;

·         ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა, პინის აღდგენა;

·         სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.

 

თიბისიმ ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს და ასევე, ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდი შესთავაზა.   თიბისი მოუწოდებს მომხმარებლებს, მათი უსაფრთხოებისთვის, ფილიალებში მისვლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად შეასრულონ საბანკო ოპერაციები.

თიბისი აგრძელებს პარტნიორებთან ერთად მუშობას და არსებული გამოწვევის ფონზე, ბიზნესებისა და ადამიანებისთვის, მათი საჭიროებიდან გამომდინარე  გაუმჯობესებული  მომსახურების შეთავაზებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...